0
 
0
ბანანი ჩხირებზე
 

 






რა დაგჭირდებათ:

  • ( 2 ბანანი - გამოდის 4 ჩხირი )
  • ბანანი (შეგიძლიათ გააკეთოთ მარწყვით, ანანასით და ა.შ)
  • იოგურტი ( ხილის გარეშე)
  • გრანოლა, ან დაფშხვნილი პეჩენია.
  • დამატებით შეგიძლიათ დაამატოთ: შოკოლადის პატარა ნატეხები, ქოქოსის ფანტელი, ქიშმიში და ა.შ.
  • ხის ჩხირები

 

მომზადება: 


დაყარეთ გრანოლა გაშლილ თეფშზე. გაფრცქვენით ბანანი, გაყავით შუაში, მოათავსეთ ჩხირები. ჩააწეთ იოგურტში, ან წაუსვით.
გადაატარეთ გრანოლიან თეფშზე და მოაყარეთ დამატებით თუ რამის დამატება გინდათ (ფოტოზე ნაჩვენებ ბანანს და გრანოლას, ხელით  მივამაგრეთ შოკოლადის ნატეხები.)
მოათავსეთ პრიალა, საცხობ ქაღალდზე. გემრიელად მიირთვით ^^

შეუჭმელი ბანანი შეინახეთ საყინულეში.

გაზიარება