0
 
0
ზღვაზე დასვენება და უსაფრთხოების წესები
 
ზღვაზე დასვენება ანუ თალასოთერაპია დიდი ხანია მკურნალობის მეთოდად აღიარეს. ის ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც. იოდით და ზღვის მინერალებით სავსე ჰაერი, მზის სხივები, მაგნიტური ქვიშები, ზღვაში ცურვა და ჭყუმპალაობა ერთნაირად უყვარს ყველას. განსაკუთრებით სასარგებლოა მზის აბაზანები რაქიტის შემთხვევაში.

ის მოსაზრება, რომ სამ წლამდე ბავშვის ზღვაზე წაყვანა არ შეიძლება, მთლად სწორი არ არის. თუ ბავშვი ჯანმრთელია და თქვენი პედიატრი რეკომენდაციას გაძლევთ, თავისუფლად შეიძლება საზღვაო არდადეგების მოწყობა.  იმის გათვალისწინებით, რომ პატარების ნაზი კანი ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვაც.

 

მზისგან დამცავი საშუალებები

ექვს თვემდე ბავშვისთვის მზის პირდაპირი სხივები არ შეიძლება, ის მხოლოდ ქოლგის ქვეშ უნდა იყოს.   ბავშვს უმჯობესია, თუ ბამბის თხელ მოსაცმელს ჩააცმევთ, რომელიც ხელ-ფეხს დაუფარავს. გარდა მზისგან დამცავი კრემისა,  ბავშვისთვის აუცილებელია ქუდი, რომელიც სახეს დაუჩრდილავს და სათვალეც.  გახსოვდეთ, რომ ღრუბლები მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას არ ასუსტებს.  მზისგან დამცავი კრემის  SPF ინდექსი 25-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. რაც უფრო მაღალი იქნება ინდექსი, მით უკეთ დაიცავს პატარას ნაზ კანს. კრემი რამოდენიმე საათში ერთხელ თავიდან უნდა დაიტანოთ, ხოლო თუ წყალში იჭყუმპალავებს, მაშინვე წაუსვით, ისე რომ რამოდენიმე საათის გასვლას არ დაელოდოთ. უმჯობესია თუ კრემი წყალგამძლე იქნება.

ბავშვის კანი ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს მზეს, ამიტომ თავდაპირველად პლაჟზე 20 წუთით შეგიძლიათ გააჩეროთ, შემდეგ კი ნელ-ნელა მოუმატოთ დროს

წყლის  აბაზანები

ჩვილ ასაკში უმჯობესია, თუ ზღვის წყალში საერთოდ არ ჩასვამთ – იყიდეთ აქთიაქში ზღვის მარილი და ჩვეულებრივ წყალში გახსენით, რომელსაც შემდეგ გასაბერ აუზში ჩაასხამთ და ასე აბანავებთ პატარას. თუ ამ პროცედურას პლაჟზე ჩაატარებთ, პატარა ერთდროულად მიიღებს როგორც ზღვის, ასევე  იოდით და მინერალებით გაჟღენთილი ზღვის ჰაერის  და მზის აბაზანებს

დაიცავით თავი ინფექციებისგან

 

ნუ გააშიშვლებთ ბავშვს ბოლომდე – ქვიშა უამრავი ინფექციის წყაროა. მაქსიმალურად მოერიდეთ პლაჟზე საკვების მიღებასაც, უკიდურეს შემთხვევაში კი წინასწარ კარგად დაბანეთ პატარას ხელები. უკვე მოზრდილ ბავშვს აუხსენით, რომ ზღვის წყლის ჩაყლაპვა არ შეიძლება. სასურველია, თუ რამოდენიმე საბანაო კოსტიუმს წაიღებთ და წყლიდან ამოსვლისთანავე გამოუცვლით.

საკვები და წყალი

არ ჩაუშვათ ზღვაში ახლად ნაჭამი ან მშიერი ბავშვი. რაც შეეხება სითხეს, მაღალი ტემპერატურის გამო ოფლიანობა ძლიერდება, ამიტომ თან უნდა ვატაროთ წყალი და ყლუპ-ყლუპად ვასვათ. ასე თავიდან ავიცილებთ ბავშვის გადახურებას.

 
 წყარო: gigglespremium.wordpress
გაზიარება