0
 
0
6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ბავშვთან კონფლიქტისას ვუშვებთ
 
mum-scolding-childბავშვის აღზრდის მეთოდები უამრავია, თუმცა ზოგჯერ ძალიან გავრცელებული და ერთი შეხედვით უწყინარი მეთოდის გამოყენებისას შეიძლება საკმაოდ ცუდი შედეგები მივიღოთ. ბავშვთან კონფლიქტი კი გარდაუვალია, ამას ვერასოდეს გავექცევით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ავუხსნათ, ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მას უნდა.

1. აფასებთ არა ბავშვის საქციელს, არამედ თვითონ ბავშვს

“როგორი ცუდი ბავშვია!”, “შენ ცუდი გოგო/ბიჭი ხარ!” – ბავშვი ყოველთვის კარგია, მხოლოდ მისი საქციელია ცუდი. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ცუდია. ის ამას დაიმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე შეიძლება თავიც კი იმართლოს “მე ცუდი ვარ და ამიტომ გავაკეთე ეს”. ამიტომ, ყოველ ჯერზე, მხოლოდ საქციელი უნდა შევაფასოთ და ვუთხრათ, რომ მართალია ის ძალიან კარგი ბავშვია, მაგრამ ამჯერად ცუდად მოიქცა, რათა საკუთარ თავში ეჭვი არასოდეს შეეპაროს. ხომ გაგიგიგათ, შეძახილმა ხე გაახმოო.

 

2. მანიპულირებთ მატერიალური ფასეულობების/ნივთების გამოყენებით

მაგალითად, კონფლიქტის დროს მშობლები ხშირად ემუქრებიან ბავშვს იმით, რომ სასურველ სათამაშოს ან ტკბილეულს აღარასოდეს უყიდიან. ასეთი მიდგომით შედეგი როგორც წესი, არის და ბავშვი უკეთ იქცევა. მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ საკუთარი საქციელის უარყოფითი მხარე გაიაზრა ან მიხვდა, რომ მშობლები გაანაწყენა. ბავშვი მხოლოდ მოგებაზე იწყებს ფიქრს.

ასეთ დამუქრებას მეორე უარყოფითი მხარეც აქვს. გაცხარებისას თქვენ ემუქრებით, რომ ნაყინს აღარასოდეს უყიდით. მაგრამ შეძლებთ კი ამ დანაპირების შესრულებას მუდამ? წამოზრდილი ბავშვი უკვე ხვდება, რომ ასეთი მუქარა მხოლოდ ჰაერში გასროლილი სიტყვებია.

3. აგრესია, ფიზიკური დასჯა, ყვირილი და ლანძღვა

ბავშვები ჩვენ ყველაფერში გვბაძავენ. როდესაც ფიზიკური ძალის გამოყენებით ვიმორჩილებთ, ისინი ასკვნიან, რომ მართალია ის, ვინც უფრო ძლიერი და აგრესიულია. ამის შედეგად, ის ან ითვისებს ამ ტაქტიკას და თვითონაც ასე იწყებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან, ან ძალიან შინდება და შემდგომ ურთიერთობებს შიშზე აგებს. თქვენ სჯით ბავშვს ფიზიკურად, ის კი საკუთარ და-ძმას ან მეგობრებს “სჯის”  და ერევა მაშინ, როცა რამის მიღწევა უნდა. ძალიან ძნელია, როცა ცელქი პატარა რაიმეს აფუჭებს, ან დავალებას არ ასრულებს, მაგრამ აგრესია გამოსავალი არაა.

4. აიძულებთ მოიხადოს ბოდიში ისეთ საქციელზე, რაზეც თქვენ ბოდიშს არ იხდით

როგორი პატარაც არ უნდა იყოს ბავშვი, ის უკვე პიროვნებაა. პიროვნება, რომელიც სწორედ ახლა იზრდება, ვითარდება და სწავლობს, როგორ გახდეს კარგი ადამიანი. თუ გინდათ, რომ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს, მაგალითი უნდა უჩვენოთ. მხოლოდ ასე შეიძლებაისწავლოს პატარამ ბოდიშის გულწრფელად მოხდა და არა მექანიკური გამეორება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სასჯელი აიცილოს თავიდან.

5. საჯაროდ დასჯა

გარდა იმისა, რომ მშობლები გიჯავრდებიან, ამას საჯაროდ შერცხვენის ემოციებიც ემატება. ბავშვი თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობს და იმწუთას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, რისთვის დასაჯეს. დედა და მამა გაუჯავრდებიან და ცოტახნის შემდეგ ისევ ჩაიხუტებენ, იმიტომ რომ უყვართ პატარა, უცხო ადამიანებს კი სამუდამოდ დაამახსოვრდებათ, როცორი ცუდი ბავშვია.

6. მისი არგუმენტების იგნორირება

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ შემთხვევით აფუჭებს ან აშავებს რამეს. არაწინასწარგანზრახულად. ალბათ თქვენც მოგსვლიათ ასე ბავშვობაში. მერე იმართლებდით თავს, მაგრამ არავინ გისმენდათ. ნუ გავიმეორებთ ამას ბავშვებთან.

წყარო:gigglespremium.wordpress

 

გაზიარება