0
 
0
ჭირვეული მჭამელები – შეხედეთ სადილის პროცესს ბავშვის თვალით და აღმოაჩინეთ თქვენი შეცდომები
 
Boy-Eating-Orange-and-Pearთქვენ ათასნაირად ცდილობთ აჭამოთ საჭმელი, უკვე ყველაფერი ცადეთ, მაგრამ თქვენ მეთოდებს სრულიად საწინააღმდეგო შედეგები მოაქვს. რატომ ხდება ასე?

“კიდევ ორი ლუკმაც და მორჩა”  – ეს უსარგებლო მეთოდების ყველაზე ნათელი და ხშირი მაგალითია.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ “კიდევ ორი ლუკმის”  მეთოდით ბავშვს სუპს ან რამე სხვა სასარგებლო საკვებს შევაყვარებთ. სინამდვილეში კი ფრაზას დღიდან დღემდე უშედეგოდ ვიმეორებთ.  და რას სწავლობს ბავშვი ამ დროს სინამდვილეში?

 

  • მე უნდა ვჭამო საჭმელი იმის მიუხედავად, მინდა ეს თუ არა. მე კიდევ უფრო მეჯავრება ეს საჭმელი, რომელსაც ძალით მაჭმევენ.
  • დედამ ჩემზე უკეთ იცის, რამდენი უნდა ვჭამო. მე ყოველთვის სხვებს უნდა შევეკითხო, რამდენი ვჭამო.
  • დესერტს მაშინ მივირთმევ, როცა უვკე აღარ მშია. ესეიგი, სიმაღძრის შეგრძნება არ ნიშნავს იმას, რომ ჭამას უნდა მოვრჩე. როცა შიმშილის გრძნობა ქრება, ყველაზე მეტი მხიარულება მაშინ იწყება.

როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ტაქტიკა მუშაობს? ძალიან მარტივად. თუ ტაქტიკა და მეთოდები სწორია, ბავშვის კვებითი ჩვევებიც იცვლება.

რას ვაკეთებთ ჩვენ და რა დასკვნა გამოაქვს პატარას?

 

მშობლები ხშირად განიცდიან იმას, რომ ბავშვი კარგად არ ჭამს საჭმელს, უმადოა და ა.შ. ამაში შეიძლება თქვენდაუნებურად უწყობდეთ ხელს. როგორ?

1  აძლევთ სხვადასხვა სასუსნავებს, ყველს, ორცხობილებს, ჩიფსებს.

ბავშვი ფიქრობს: სადილი მნიშვნელოვანი არაა, შემიძლია ვჭამო როცა მინდა და რა მინდა. თანაც, სასუსნავები სადილზე უფრო გემრიელია.

შედეგი: სადილზე უარის თქმა გარანტირებულია.

 2. სადილის დროს აძლევთ  ნატურალურ წვენს/გაზიან სასმელებს/რძეს.

ბავშვი ფიქრობს: ჩემს მშობლებს მოწონთ, როცა სასმელებს ვსვამ. შემიძლია დავლიო იმდენი, რამდენიც გამიხარდება და მაშინ, როცა მომინდება.

შედეგი: სადილის დროს ბავშვს უკვე არარ შია და შესაბამისად, ნაკლებს ჭამს და ჭირვეულობს.

3. თუ ბავშვი უკვე გამზადებულ საჭმელზე უარს აცხადებს, სანაცვლოდ მის საყვარელ საჭმელს  უმზადებთ.

ბავშვი ფიქრობს: თუ ჯიუტი ვიქნები და არ შევჭამ, ყოველთვის მივიღებ იმას,რაც მინდა.

შედეგი: იძულებული ხართ, მოუმზადოთ საკვები, რადგან გეშინიათ, რომ პრინციპული პატარა მშიერი დარჩება.

4. აძლევთ მცირე რაოდენობის საკვებს კვების შუალედებს შორის.

ბავშვი ფიქრობს: რა აუცილებელია სადილის ჭამა? როცა მომშივდება მაინც მომცემენ რაიმე გემრიელობას.

შედეგი: სადილის დროს ბავშვს უკვე აღარ შია და შესაბამისად, ნაკლებს ჭამს და ჭირვეულობს.

5. ვაჭრობთ მიღებული საკვების ლუკმებზე. შეთანხმება მიღწეულია, იწყებთ ჭამას და გზადაგზა ისევ აგრძელებთ კამათს მანამ, სანამ ლუკმების რაოდენობა არ შემცირდება.

ბავშვი ფიქრობს: ჩემი მშობლები თვლიან რომ უკეთ იციან, რამდენი უნდა ვჭამო. მაგრამ მათი სიტყვაკანონი არაა. თუ შევევაჭრები, ადრე თუ გვიან აუცილებლად გავიმარჯვებ.

შედეგი – მუდმივი ვაჭრობა, რაც თქვენს ნერვებს ანადგურებს.

6. ეუბნებით, რომ იმიტომ უნდაჭამოს, რომ ეს ჯანსაღია, უფრო დიდი და ძლიერი გაიზრდება.

ბავშვი ფიქრობს: მე ვიცი,რომ ამის შეჭმა არ მინდა. მშობლები იმასაც კი არ იძახიან, რომ გემრიელია. მე ვიცი რომ “ცუდი” საკვები უფრო გემრიელია და მე მიყვარს გემრიელად ჭამა.

შედეგი: არანაირი

7. აიძულებთ იჯდეს მაგიდასთან მაშინ,როცა გვერდით ოთახში ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაც ხდება.

ბავშვი ფიქრობს: რაც უფრო მალე დაგარწმუნებთ, რომ აღარ შია, მით მალე გაიქცევა მეორე ოთახში.

შედეგი: შეიძლება შია კიდეც, მაგრამ… გვერდით ოთახში რაღაც საინტერესო ხდება!

 

 

როგორ შევცვალოთ ნეგატივი პოზიტივით?

გინდათ რომ პატარამ კარგად ჭამა დაიწყოს? მაშინ მოდი სამყაროს მათი თვალებით შევხედოთ, მათ გარემოს მოვერგოთ და სწორი შეტყობინებები გავუშვათ:

  • დააწესეთ ჭამის მოქნილი დრო – პერიოდი, როცა შეიძლება ჭამა და როცა არ შეიძლება, რაც არ უნდამოხდეს
  • შეამცირეთ საკვებთან ერთად მიღებული წვენები და გააქრეთ წვენი დღის მანძილზე.
  • დაუდეთ ძალიან პატარა ულუფები და დაელოდეთ, თვითონ მოითხოვოს დამატება.
  • დესერტი არ უნდა იყოს საჩუქარი. ყველა იმსახურებს და იღებს დესერტს, იმის მიუხედავად, რამდენი საჭმელი ჭამა. გაწუხებთ რომ ბევრ ტკბილს ჭამს? ნუ მიცემთ ყოველდღე და შეამცირეთ პორციები.
  • დარწმუნდით, რომ მაგიდაზე ყოველთვის არის ერთი კერძი მაინც, რომელსაც თქვენი შვილი არ დაიწუნებს.
  • დროებით (ან სამუდამოდ) გახადეთ საკვების მიღება პოზიტიური საქმიანობა. არ იჩხუბოთ, ივაჭროთ დაა.შ.
  • ახალი საკვების გასინჯვა ცადეთ ერთად, ან გამოიყენეთ აქ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმე

და ყველაზე მნიშვნელოვანი – ყველაზე მძიმე წუთებში, როცა მზად ხართ დანებდეთ და ნაყინი შესთავაზოთ, გაიხსენეთ, რომ თქვენი შრომა და მოთმინება აუცილებლად გამოიღებს შედეგებს.


წყარო:gigglespremium.wordpress

 

გაზიარება