0
 
0
როგორ უწყობს ხელს მოგზაურობა ბავშვის წარმატებულ მომავალს
 
skills kids learn travelingმოგზაურობა აფართოებს თვალსაწიერს, გვთავაზობს უამრავ ახალ შთაბეჭდილებას და შესაძლებლობებს, გვასწავლის როგორ გავუმკლავდეთ სიძნელეებს და კომფორტის ზონიდან გამოვყავართ. განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას და გავლენას კი პატარებზე ახდენს.

ისინი სწავლობენ ადაპტაციას და აფართოებენ კომფორტის ზონას

მშობლები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ბავშვების ცხოვრება უსაფრთხო და პროგნოზირებადი იყოს. ოჯახური რუტინა  ხელს უწყობს სტაბილური და უსაფრთხო ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. ცხოვრების თანამედროვე, ქაოსური ტემპის დროს ეს აუცილებელიც კია, მაგრამ ასეთ გარემოში ბავშვს ადაპტაციის უნარები არ უვითარდება – მას ეს უბრალოდ, არ ჭირდება.  მოგზაურობა ბავშვებისთვის ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევას ნიშნავს. მოგზაურობისას უამრავ ისეთ ბარიერს ვაწყდებით როგორიცაა ბარგის ჩალაგება, გადადებული რეისები, კვების  და ძილის განსხვავებული რეჟიმი, ენის ბარიერი, უცხო საკვები დაა.შ. დისკომფორტთან და მოუხერხებელ სიტუაციებთან შეხებისას ბავშვები სწავლობენ დათმობას და იგებენ, როგორ შეიძლება ადაპტირდე ისე, რომ შეცვლილი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღო. ადაპტაციის პროცესში ეჩვევიან უცხო გარემოს, უმაღლდებათ თვითშეფასება და იზრდება მათი კომფორტის ზონა. ისინი სწავლობენ, როგორ შეიძლება მოიწყო კომფორტი იქ, სადაც ერთი შეხედვით ეს შეუძლებელია. ეს წარმატებული ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა. ჩვენი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება, უამრავი ახალი ტექნოლოგია ჩნდება ბაზარზე და სწრაფი ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ისინი სწავლობენ ნდობას და სხვაზე დაყრდნობას

წარმატებულმა ლიდერებმა იციან, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი ბიზნესს ვერ მართავს. ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა ენდო და დაეყრდნო სხვა ადამიანებს. ბავშვებს ვასწავლით, რომ კონკრეტულ ადამიანებს უნდა ენდონ: მშობლებს, ახლობლებსმ ბაღის და სკოლის მასწავლებლებს და ა.შ.  ასევე, მათ ვასწავლით, რომ უცხოებს არ უნდა დაელაპარაკონ, რომ ეს საშიშია. მშობლის ამოცანაა ბავშვი უსაფრთხოდ იყოს და ეს მიდგომა სწორია. მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვს ისიც უნდა ვასწავლოთ, როდის და რა ვითარებაში შეიძლება უცხო ადამიანის ნდობა. მოგზაურობისას ჩვენ გვიწევს არც ისე ნაცნობ ხალხს ვენდოთ, მაგალითად ტაქსის მძღოლს, გამვლელს, რომელიც მიმართულებას გვასწავლის და უბრალოდ, ადმაიანებს, რომლებიც კეთილგანწყობილები არიან და გვეხმარებიან. ეს გამოცდილება ასწავლის ბავშვებს, რომ ადამიანების უმეტესობა კარგია და უცნობების არ უნდა გვეშინოდეს.

 

ისინი სწავლობენ განსხვავებების მაგიერ საერთოს ძიებას

სახლში ბავშვები მიჩვეულები არიან, რომ განსხვავებული ეძებონ და დააფიქსირონ. მაგრამ უცხო გარემოში მოხვედრისას ისინი საერთოს ძიებასაც იწყებენ. ძალიან საინტერესოა, როცა განსხვავებულ კულტურაში რაღაცას, შენთვის ნაცნობს და მშობლიურს იპოვი. საერთოს ძიება ხელს უწყობს  დამეგობრებას,  სხვების უკეთ გაგებას და მიმღებლობის ჩამოყალიბებას როგორც მოგზაურობისას, ასევე მშობლიურ გარემოში.

სწავლობენ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსმენის უნარი

წარმატებული ადამიანები კარგი მსმენელები არიან. მათ იციან, რომ სხვებსაც შეიძლება ქონდეთ შესანიშნავი იდეები. იდეების ფორმირების პროცესის  მნიშვნელოვანი ნაწილი  გაზიარება და ერთმანეთის მოსმენაცაა. მოგზაურობისას ბავშვები  აკვირდებიან უცხო გარემოს და ხალხს  და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ახალ ინფორმაციას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გარემოს შეცვლა.

ისინი სწავლობენ, რომ “ნორმალური” შეფარდებითი ცნებაა

სხვადასხვა ადგილების ნახვისას და სხვადასხვა კულტურების გაცნობისას ბავშვისთვის იოლი გასაგები ხდება ის, რომ ის რაც ერთ საზოგადოებაში ნორმაა, მეორე საზოგადოებაში შეიძლება სულაც არ იყოს. ისინი ეჩვევიან განსხვავებულ მიდგომებს და წესებს და მომავალში უცხო სიტუაციაში მოხვედრისას უკვე ნაკლებად იბნევიან.


წყარო: gigglespremium.wordpress

 

გაზიარება