0
 
0
ფოტოები, რომელიც ჯობია სოციალურ ქსელებში არ მოხვდეს
 
 

სმარტფონების საუკუნეში, როცა ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებში ფოტოს ასატვირთად მხოლოდ თითის რამოდენიმე მოძრაობაა საჭირო, ძალიან ძნელია, თავი შეიკავო და ბავშვის ყველა მოძრაობა არ გამოაქვეყნო. არადა რამდენი მიზეზია – პირველი კბილი, ახალი ტანსაცმელი, საქანელაზე ქანაობა, პირველი ღიმილი, ფაფით მოთხვრილი ცხვირპირი, ნახატი, რომელიც მამასთვის დახატა…

სოციალური ქსელები ყველაზე იოლი საშუალებაა საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მყოფ ახლობლებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის დადებ ახალ ფოტოებს, რომ შორიდან მოესიყვარულონ.  ჩვენც გულმოდგინედ ვუღებთ, ვაზიარებთ, ვასტატუსებთ და  ა.შ.

 

ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რამდენად უსაფრთხოა სოციალურ ქსელებში ამდენი ინფორმაციის გაზიარება? და რომ შემთხვევით შეიძლება ისეთი ინფორმაციაც გაიპაროს, რომელსაც თქვენი არაკეთილისმყოფელები გამოიყენებენ?

მომავლის კუთხით თუ ვიმსჯელებთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოუნდება თქვენს თინეიჯერს, იხილოს პირველი ბანაობის ფოტოები სოციალურ სქელებში? ხომ გახსოვთ, რაც ინტერნეტში მოხვდება, სამუდამოდ იქ რჩება. არც ერთი ფოტო არაა დაცული რომელიმე სხვა საიტზე გაზიარებისგან ან სხვა მიზნებით გამოყენებისგან. რასაკვირველია, ეს ყველა ფოტოს არ ეხება, მაგრამ არის გარკვეული ტიპის ფოტოები, რომლებმაც შეიძლება მომავალში ( ან ახლაც) პრობლემები შექმნას.

მოდი ერთად გადავხედოთ, რა ტიპის ფოტოებზე საუბარი:

 

  • შიშველი ფოტოები. ჭყუმპალაობისას გადაღებული ფოტოები, რომელზეც ჩვენთვის საყვარელი, ტიტლიკანა პაწაწუნაა გამოსახული, სოციალურ ქსელებში მოხვედრისას შეიძლება ცუდ ხელში მოხვდეს.
  • ავადმყოფი და დაშავებული ბავშვის ფოტოები. კითხეთ თქვენს თავს, გენდომებოდათ 39 გრადუსი სიცხით ლოგინში ჩაწოლილს ფოტოს გადაღება და შემდეგ ფეისბუქზე გაზიარება? სავარაუდოდ არა.  ბავშვიც პატარა ადამიანია.

 

  • პირადი მონაცემების შემცველი ფოტოები, რომლებზეც ჩანს, თუ რომელ ბაღში ან სკოლაში დადის ბავშვი, სად სეირნობს,სრული სახელი და გვარი და ა.შ. თქვენ არასოდეს იცით, ვინ შეიძლება გამოიყენოს მსგავსი ინფორმაცია. განსაკუთრებით, თუ ფოტოს კომენტარში კონკრეტული დროებია მითითებული.
  • ქოთანზე ჯდომისას გადაღებული. ის, რასაც ინტერნეტში გააზიარებ, სამუდამოდ ინტერნეტში დარჩება. დარწმუნებული ხართ, რომ უკვე გაზრდილ თინეიჯერს გაუზარდება იმის აღმოჩენა, როგორ დევს სადღაც მისი ქოთანზე გადაღებული ფოტოები?
  • ფოტოები, რომლებიც პოტენციური ბულინგის საფრთხეს შეიცავს.
  • ჯგუფური ფოტოები.  სანამ ჯგუფურ ფოტოებს დადებდეთ, გაარკვიეთ, ხომ არაა რომელიმე დედა სოციალურ ქსელებში საკუთარი ბავშვის სახის გაზიარების?

 

შეიძლება დავიცვათ ბავშვის მონაცემები ისე, რომ ფოტოების გაზიარებისგან თავი არ შევიკავოთ? რასაკვირველია, შეიძლება.

  • თავდაპირველად, დარწმუნდით, რომ ფეისბუქზე ფოტოს დადებისას მხოლოდ მეგობრები არიან მონიშნულები. არასოდეს დადოთ ბავშვის ფოტო საჯაროდ (public). ამისათვის შეამოწმეთ privacy setting-ები.
  • ან უფრო შეზღუდეთ მნახველთა წრე, შექმენით საიდუმლო ჯგუფები, სადაც ფოტოები დაიდება. ანდა გამოიყენეთ დახურული ალბომები, სადაც მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ექნებათ ნახვის უფლება.
  • დაიყვანეთ ინფრომაცია მინიმუმამდე – მოერიდეთ ფოტოების დადებისას “check-in”-ების გამოყენებას, როცა ეს ეხება ბაღს, სკოლას და სხვა ადგილებს, სადაც ბავშვი რეგულარულად დადის. დარწმუნდით, რომ ფოტოებზე ადგილმდებარეობის მიმანიშნებელი არანაირი წარწერები არაა. მართალია თბილისი პატარაა, მაგრამ ნუ გაუიოლებთ საქმეს კეთილისმყოფელებს.
  • გადაამოწმეთ მეგობრები. დარწმუნდით, რომ ყველა მათგანს პირადად იცნობთ და არასოდეს დაამატოთ მეგობრებში ისეთი ადამიანები, ვისაც ინფორმაციას არ გაუზიარებდით. (ან დაამატეთ და შემდეგ restricted list-ში ჩააგდეთ).

ბავშვები პატარა ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი პირადი ცხოვრება აქვთ და მშობლების მოვალეობაა, დაიცვან ეს ცხოვრება, სანამ სრულწლოვანები გახდებიან და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

თქვენ თუ დაგიფიქსირებიათ ისეთი ფოტოები სოცქსელებში, რომლებიც ჯობდა არ ყოფილიყო საჯაროდ გაზიარებული?


წყარო: gigglespremium.wordpress 

გაზიარება