0
 
0
 

სამგზავრო სავარძელი 2

სამგზავრო სავარძელი, იგივე ქარსითი (car seat) ბავშვის ტრანსპორტირების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მის გარეშე ბავშვის მანქანაში ჩასმა დანაშაულია. ჩვენთან სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება საკუთარ სავარძელში მოკალათებული ბავშვები. ამ ერთი შეხედვით მარტივ მოწყობილობას საკმაოდ მკაცრი ექსპლუატაციის წესები აქვს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ იცავენ.

და რა შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქარსითით ბავშვის ტრანსპორტირებისას?

1. ბავშვისთვის შეუფერებელი სავარძელი

1

ყველა ქარსითი კონკრეტული ზომის,ასაკის და წონის ბავშვის დასაცავადაა გათვლილი.

როგორ ავიცილოთ თავიდან: რეგულარულად შეამოწმეთ ბავშვის ზრდის მაჩვენებლები და ყურადღებით გაეცანით სავარძლის მანუალს.

2. სავარძლის არასწორი მონტაჟი

 

სავარძლების დიდი უმეტესობა როგორც წესი, არასწორადაა დამონტაჟებული მანქანაში. ასეთი სავარძელი ბავშვისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორ ავიცილოთ თავიდან: წაიკითხეთ როგორც სავარძლის, ასევე მანქანის მანუალი. იმის მიუხედავად, მანქანის ღვედს იყენებთ თუ  სავარძლის დასადგმელ ბაზას, ყურადღებით გაეცანით მონტაჟის წესებს და შეამოწმეთ, რამდენად მყარაა დაფიქსირებული სავარძელი.

3. ნახმარი/ვადაგასული სავარძელი

სამგზავრო სავარძელი უნდა იყიდოთ ახალი, თუ მეორადს ყიდულობთ – მხოლოდ სანდო ადამიანისგან.

რატომ?

  • სავარძელი, რომელიც ერთხელ უკვე მოყვა ავარიაში, გამოუსადეგარია.
  • გამოუსადეგარია სავარძელი გამოშვებიდან 6 წლის გასვლის შემდეგაც.

ასევე: სავარძლის ღვედების გარეცხვა არაა რეკომენდებული. უმეტესობა დამუშავებულია ცეცხლმედეგი სითხით, რომელიც წყალთან და სარეცხ საშუალებებთან შეხებისას ზიანდება. ამისათვის სპეციალური სარეცხი საშუალებები არსებობს. ალტერნატიული მეთოდი მხოლოდ გამდინარე წყლით გარეცხვა/გაწმენდაა.

4.არასწორად შეკრული ღვედები

 

ბავშვის სამგზავრო სავარძელი  ის პარაშუტია, რომელიც ავარიის შემთხვევაში ბავშვის  “რბილ და უსაფრთხო დაშვებას” ემსახურება. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ღვედებს. რაც უფრო ზუსტადაა მორგებული, მით უფრო კარგად ასრულებს ქარსითი თავის ფუნქციას. მშობლების უმეტესობა კი ბავშვის კომფორტზე ზრუნავს და ცდილობს ღვედი მსუბუქად შეუკრას,. რაც არამც და არამც არ შეიძლება. როგორ ავიცილოთ თავიდან?

  • აუცილებლად შეკარით ყველა ღვედი
  • ღვედის სიმჭიდროვე ისეთი უნდა იყოს, რომ ლავიწს და ღვედს შორის თქვენი ერთი თითი ეტეოდეს.
  • მკერდის შესაკრავი იღლიების დონეზე უნდა იყოს
  • სავარძელში ჩასმულ ბავშვს არ უნდა ეცვას დიდი ზომის ტანსაცმელი, როგორიცაა ქურთუკი და ა.შ.
  • არ გამოიყენოთ აქსესუარები, რომელიც კომპლექტს არ მოყვა. მაგალითად ლამაზი შალითა ან თავის დამჭერი ბალიში. ქარხნულ კომპლექტში არაფრის დამატება ან შეცვლა რეკომენდებული არაა.

5. სავარძლის არასწორი მდებარეობა

rear-facing-car-seat

ახალშობილის სავარძელი ზურგით საქარე მინისკენ უნდა იყოს დამაგრებული. ეს ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სახით წინ მგზავრობა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ახალი გაიდლაინების მიხედვით, უმჯობესია თუ პატარა ორ წლამდე ჩვენსკენ ზურგით იმგზავრებს. ის, რომ ფეხები უკვე მანქანის სავარძლის საზურგეს ებჯინება, არაა იმის მიზეზი, რომ სავარძელი შემოვატრიალოთ. (თუ რასაკვირველია, თქვენი ბავშვი სიმაღლეში/სიგრძეში არ უსწრებს განვითარების ნორმებს და აშკარა დისკომფორტს უქმნის ასეთ პოზიციაში მგზავრობა).

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გიქმნით დისკომფორტს ის, რომ ბავშვის სახეს ვერ ხედავთ, შეგიძლიათ უკანა სავარძელზე სარკე დაამაგროთ

6. სავარძლის ზედა ღვედის იგნორირება

Druck

ამ პატარა მოწყობილობას არაერთი პატარა ყავს გადარჩენილი ავტოსაგზაო ავარიების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბავშვი სახით წინ ზის. სწორად დამაგრებული ღვედი იცავს ბავშვის თავს ავარიის დროს წინა სავარძლის საზურგეზე ან/და ფანჯარაზე თავის მირტყმისგან.

როგორ ავიცილოთ თავიდან: ყურადღებით წაიკითხეთ როგორც სავარძლის, ასევე მანქანის მანუალები, სადაც ზუსტად იქნება ახსნილი, როგორ უნდა დაამაგროთ ღვედი ამა თუ იმ პოზიციაში.




წყარო: gigglespremium.wordpress 

გაზიარება