0
 
0
საოჯახო საქმეები რომელსაც ორსული უნდა მოერიდოს
 
16604310-R3L8T8D-650-16640838d3bf72cae291f773e1d48013

თქვენ მარტო აღარ ხართ, თვენს სხეულში ახალი სიცოცხლე იზრდება, რომელსაც მუცლიდანვე ჭირდება მზრუნველობა. ერთი შეხედვით მარტივი საოჯახო საქმეები კი ხშირად ფარულ საფრთხეებს შეიცავს და ორსულები, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, მაქსიმალურად უნდა მოერიდონ.

მძიმე ნივთების აწევა

როგორიცაა ავეჯის გადაადგილება ან მძიმე სარეცხის კალათის აწევაც კი. მართალია, თქვენ ეს შეგიძლიათ, მაგრამ ორსულობისას, როცა მუცელი ზრდას იწყებს, სიმძიმის ცენტრი იცვლება. შეიძლება ფეხი დაგიცურდეთ, დაეცეთ, ან ზურგი და ხერხემალი იტკინოთ.

დაგვა, სველი წესით დალაგება, მტვერსასრუტის გამოყენება

თქვენი ზურგის კუნთები ისედაც საკმაოდ დატვირთულია, მას ბავშვის ტარება უწევს.  წელში ხშირად მოხრა და ისევ გასწორება დამატებითი ჯაფაა. გადააბარეთ სხვას ან აუცილებლობის შემთხვევაში ეცადეთ ნაკლებად მოიხაროთ, შუალედებში ხშირ-ხშირად დაისვენეთ, წამოწექით, მიეცით კუნთებს საშუალება, შეისვენონ.

 

 თაროების გაწმენდა და ფარდების დაკიდება

მაღლა განლაგებული თაროების დალაგებისას ან ფარდის დაკიდებისას სკამის, კიბის ან ზოგჯერ მაგიდის გამოყენებაც კი ხდება საჭირო. ეს ისედაც სახიფათო აკრობატული ილეთი ორსულისთვის კიდევ უფრო სარისკო შესასრულებელია. ნუ ჩააყენებთ მომავალ ბავშვს საფრთხეში.
 

შხამ-ქიმიკატებთან კონტაქტი

cleaning_and_pregnancyმწერების საწინააღმდეგო საშუალებების, განსაკუთრებით სპრეის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებების გამოყენებას. კი, შეიძლება ჩაიცვათ ხელთათმანი და გაიკეთოთ პირბადე ან რესპირატორი, მაგრამ ბოლომდე დაცული სამწუხაროდ ვერ იქნებით და რატომ უნდა გარიკოთ? მიანდეთ ეს საქმე სხვას ან დროებით ბებიის მეთოდებზე გადადით.

კატის ტუალეტის გაწმენდა

ტოქსოპლაზმოზი – პარაზიტული დაავადებაა რომლის გამომწვევიც კატის ფეკალიების საშუალებით ვრცელდება და ნაყოფის განვითარებისთვის სახიფათოა.  ორსული მაქსიმალურად უნდა მოერიდოს კატის ფეკალიებთან კონტაქტს. თუ სხვა გამოსავალი არაა, გაიკეთეთ პირბადე და ჩაიცვით ხელთათმანი.
 
და გახსოვდეთ, არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მომავალი პატარას და დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.







წყარო:  gigglespremium.wordpress
გაზიარება