0
 
0
უსაფრთხო მგზავრობის წესები
 

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მგზავრობის გარეშე. როდესაც ბავშვებთან ერთად მგზავრობთ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება და კომფორტი. მშვიდობიანი მგზავრობისთვის გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები. 

მგზავრობა დაბადებამდე

ორსულობისას ნაყოფი ძალიან კარგად არის დაცული თქვენს საშვილოსნოში, ჯერ სანაყოფე წყლებით, შემდეგ სანაყოფე ბუშტით. საშვილოსნო, თქვენი მენჯის ძვლების აბჯარი და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას. მაგრამ მაინც უმჯობესია თავი შეიკავოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან. 

ავტომობილში ჯდომისას აუცილებლად შეიკარით ღვედი და მიაქციეთ ყურადღება, რომ ღვედი არ გაწვებოდეთ მუცელზე. მისი ქვედა ნაწილი მუცლის ქვეშ გაატარეთ, ზედა ნაწილი კი მუცლის ზემოდან. სასურველი შორს დაიჭიროთ მუცელი უსაფრთხოების ბალიშებისგან. თუ თავად მართავთ ავტომობილს, ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ტოქსიკოზი გაქვთ ავტომობილით მგზავრობამ შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიმძაფროთ.  

თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია. ზოგიერთი ავიაკომპანია უარს ეუბნება 6-7 თვეზე მეტი ვადის ორსულებს გამგზავრებაზე, რადგან ფრენისას არსებობს დაადრევად მშობიარობის რისკი. შესაძლოა ავიაკომპანიამ მოგთხოვოთ ექიმის ცნობა, იმის დასადასტურებლად, რომ თქვენთვის ფრენა დასაშვებია და ნაადრევი მშობიარობის რისკიც არ არსებობს.

მატარებელი გაცილებით უსაფრთხოა და შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე იმგზავროთ.

ბავშვებთან ერთად მგზავრობა კი ბევრ თავისებურებას მოიცავს. საყურადღება მათი უსაფრთხოება, კომფორტი, ასევე კვება და გამოცვლა “საველე” პირობებში. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, როგორ გაართობთ თქვენს პატარებს გზაში, ისე რომ მოგზაურობა ნამდვილ კოშმარად არ გადაგექცეთ.

ავტომობილით მგზავრობა

თქვენი შვილი ქვეყანას მოევლინა და ახლა მას შესაფერისი ტრანსპორტი სჭირდება. სამშობიაროდან სახლისკენ მიმავალი გზა მისი პირველი მარშრუტი იქნება. თუ ეს გზა ავტომობილით უნდა გაიაროთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დაგჭირდებათ სპეციალური სავარძელი თქვენი ახალშობილისთვის, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე უნდა მიამაგროთ. ახალშობილებისთვის გამოსადეგია ჩასაწვენი სავარძელი , რომელშიც ბავშვის სახე მანქანის უკანა ნაწილისკენ არის მიბრუნებული. ყურადღება მიაქციეთ, რომ სავარძელი მყარად მიამაგროთ ავტომობილს და ასევე, იმას, რომ ბავშვი იყოს სავარძელში მყარად განთავსებული. უკან მიბრუნებული სავარძელი ყველაზე უსაფრთხოა და სასურველია ის 2 წლამდე გამოიყენოთ. შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ წინა ხედიანი სავარძლით შეცვალოთ. სავარძელი უნდა შეარჩიოთ ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით.  როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად დაჯდომას შეძლებს შეგიძლიათ მისთთვის დასაჯდომი სავარძელი შეარჩიოთ.  მოზრდილი ბავშვებისთვის არსებობს ისეთი სავარძლები, რომელზეც მანქანის ღვედი შეიძლება გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც აკრძალულია ამგვარი სავარძლის გარეშე ბავშვების ავტომობილით მგზავრობა, რადგან მაღალია უბედური შემთხვევისას ბავშვის ძლიერად დაზიანების რისკი. ბავშვები სავარძლით უნდა ამგზავროთ იქამდე, სანამ ისინი უკანა სავრძელზე ჯდომისას ღვედით თავის მიმაგრებას არ შეძლებენ. 

ბავშვისთვის ავტომობილში ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის უკანა სავარძელი მძღოლის საპირისპირო მხარეს. მოათავსეთ ბავშვის სავარძელი ამ მხარეს. გაუკეთეთ მანქანას გარედან შესაბამისი აღნიშვნა, რომ ავტომობილში ბავშვია. ეს მძღოლებს გააფრთხილებს, რომ თქვენი ავტომობილი პატარა მგზავრის გამო შესაძლოა სხვებთან შედარებით ნელა მოძრაობდეს და სწრაფი მანევრირების საშუალებაც არ გქონდეთ. 

ხშირად ბავშვებს მანქანით მგზავრობა წყენს და გული ერევათ, მოემზადეთ ამგვარი შემთხვევისთვისაც. ამგვარ შემთხვევებს თავიადნ აიცილებთ, თუ ავტომობილს ნელა და ნაკლები რყევით მართავთ. 

თუ წინ შორი გზა გაქვთ გაითვალისწინეთ, რომ თან იქონიოთ ბავშვის საჭმელი, გამოსაცვლელი, ცარიელი პაკეტი, ნახმარი საფენის ჩასადები

თვითმფრინავით მგზავრობა

თვითმფრინავით მგზავრობა უმჯობესია 2-3 თვის ასაკიდან დაიწყოთ. მისი იმუნური სისტემა ამ ასაკში უკვე საკმაოდ კარგადაა განვითარებული;

ასევე თუ ფრენა გარდაუვალია, შეიძლება 2 კვირის ასაკიდანაც იფრინოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ჯანმრთელია და სრულდღიანი, ამისათვის შესაძლოა ექიმის ცნობა დაგჭირდებათ. წნევის ცვალებადობა ბავშვს ყურებს არ დაუზიანებს, მაგრამ გადადეთ ფრენა, თუ პატარას ყურის ინფექცია აქვს და მოაწოვეთ ძუძუ ან მატყუარა რომ წნევის ზემოქმედება შეამსუბუქოთ და პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს. 

ბორთზე უსაფრთხოების და ბავშVთან ერთად მგზავრობის წესებს ავიაკომპანიები ადგენენ. უმეტეს ავიაკომპანიებში თავად მოგიწევთ ღვედის გადაჭერა, ხოლო ბავშვი კალთაში უნდა ჩაისვათ. ზოგიერთ ევროპულ კომპანის აქვს მოთხოვნა, რომ პატარასაც გაუკეთოთ ღვედი, ეს დამატებითი ღვედია, რომელიც თქვენს ღვედზეა მიმაგრებული. თუმცა აშშ-ს , კანადის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ავიაკომპანიები არ იყენებენ ასეთ ღვედებს. გაეცანით კონკრეტული ავიაკომპანიის მოთხოვნებს ფრენამდე. 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ ბილეთის ყიდვა, მაგრა არ გექნებათ ცალკე სავარძელი, მხოლოდ შეგიძლიათ ფრენის წინ აირჩიოთ ისეთი სკამი, რომელსაც გვერდით ცარიელი სავარძელი აქვს. სკამის და ადგილის დაჯანშნისას უმჯობესია ისეთი ადგილი შეარჩიოთ, რომლიც ახლოსაა სათადარიგო გასასვლელებთან, ასეთ ადგილბის წინ მეტი სივრცე არსებობს , რაც ბავშვთან ერთად მგზავრობისას უფრო მოსახერხებელია. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ საკვები ბავშვისთვის, გამოსაცვლელები და რამე რითიც გაართობთ ფრენისას. უცხოეთში მგზავრობისას ბავშვს დასჭირდება პასპორტი, ვიზა და ასევე შესაძლოა მეორე მშობლის ნებართვაც, მიმღები ქვეყნის მოთხოვნების გათვალისწინებით. ზოგიერთი ავიაკომპანია ითხოვს, რომ თითოეულ ბავშვს ახლდეს ერთი უფროსი მაინც, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა არ მოგცენ უფლება ორ ბავშვთან ერთად მარტო მგზავრობის. ბორტზე ქცევის სხვა წესებს და მოთხოვნებს წინასწარ გაეცანით, ეს თქვენს მგზავრობას უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს გახდის. 

 

წყარო: babyinfo 

გაზიარება