0
 
0
დასვენება ოჯახთან ერთად
 

ალბათ ყველა დაგვეთანხმება, პატარა ბავშვბეთან ერთად დასვენება რთულია. თუმცა თუ თქვენ მოძებნით ოჯახის დასასვენებლად განკუთვნილ სასტუმროს ეს გარკვეულ კომფორტს შეგიქმნით. ბევრ სასტუმროს აქვს ნომრები, რომლებიც გათვლილია ოჯახზე პატარა ბავშვებით. სასტუმროებში ბავშვებს ძირითადად მშობლებთან ძინავთ, ეს არ ეხება მაღალი კლასის სასტუმროებს, რომელთა საოჯახო ნომერი რამდენიმე ოთახისგან შედგება და  საბავშვო ოთახი ცალკეა. 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სასტუმროს დაჯავშნისას

ვიდრე სასტუმროს დაჯავშნიდეთ გარკად გაერკვიეთ რა სერვისები აქვს სასტუმროს. ზოგიერთი სასტუმრო თანხის დამატების შემთხვევაში შემოგთავაზებთ საბავშვო საწოლს, მანეჟსა და საკვებ სკამს. თუ სასტუმროს ეს მომსახურებები არ გააჩნია, მაშინ ის არ არის განკუთვნილი ბავშვიანი ოჯახებისთვის და უმჯობესი იქნება თუ სხვაგან დაბინავდებით.

თუ თქვენს პატარას ხელოვნური რძით ან სხვა ხელოვნური ფაფებით კვებავთ წინასწარ გაარკვიეთ , არის თუ არა ნომერში ელექტრო ჩაიდანი. გაიგეთ არის თუ არა სასტუმროში საბავშვო მენიუ და შეძლებთ თუ არა სასტუმროს რესტორანში საჭიროების შემთხვევაში მოამზადებინოთ პატარასთვის საჭმელი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთ რესტორანში აღამოს 7 საათის შემდეგ ბავშვებს აღარ უშვებენ.

წინასწარ გაარკვიეთ გექნებათ თუ არა ბავშვის ცხოვრებისთვის დამატებითი გადასახადი. ზოგიერთი სასტუმრო 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებზე დამატებით გადასახადს არ აკისრებს, თუმცა თუ ბავშვს ესაჭიროება დამატებითი საწოლი შესაძლებელია თანხის დამატება მოგიწიოთ. 

 

დამატებითი მომსახურება

ზოგიერთ სასტუმროს გააჩნია ბავშვის ჩაბარებისა და დატოვების სერვისი. მაგ. თუ თქვენ მოგინდებათ რესტორანში წასვლა, სასტუმროს პერსონალი ტელეფონის, ან ვიდეო ძიძის საშუალებით გააკონტროლებას თქვენი ბავშვის მდგომარეობას. 

ზოგიერთ სასტომროებში კი აქვთ ძიძის სერვისი. ამიტომ თქვენთვის პრობლემა აღარ იქნება ბავშვის ხანგრძლივი პერიოდით დატოვება.  თუ თქვენ სურვილი გექნებათ სასტუმროს ფარგლებს შიგნით დაისვენოთ ბავშვების გარეშე ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია სასტუმროს შიდა ბაგა ბაღი ან საბავშვო სივრცე, სადაც თქვენს პატარაზე იზრუნებენ გამოცდილი ძიძები. 


სასტუმროში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები
 

დადებითი მხარეები

  • თქვენ საშუალება გექნებათ ბავშვი დაუტოვოთ სასტუმროს ძიძას
  • თქვენ არ გიწევთ საჭმლის მომზადება და დალაგება -დარეცხვა. 

 

უარყოფითი მხარეები

  • თქვენ შეიძლება თავი უხერხუად იგრძნოთ ბავშვების ხშირი ტირილისა და ჭირვეულობის გამო. ბავშვების ხმაურმა შეიძლება შეაწუხოს სხვა ნომერში მაცხოვრებლები
  • მოგიწევთ რეჟიმის შეცვლა სასტუმროს წესების მიხედვით
  • სასტუმროში ცხოვრება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

 

რჩევები მშობლებს

  • წინასწარ დარეკეთ და გაიგეთ თქვენი სასტუმროს ცხოვრების პერიოდში ხომ არ იგეგმება რაიმე ხმაურიანი ღონისძიება მაგ ქორწილი და აშ, ზედმეტმა ხმაურმა შეიძლება შეიძლება გამაღიზიანებლად იმოქმედოს ბავშვებზე
  • თუ თქვენ ბევრი ბარგი გაქვთ მოითხოვეთ დაბალი სართულები
  • მოიფიქრეთ რითი გაართოთ ბავშვი გზაში.


    წყარო: babyinfo
     
გაზიარება