0
 
0
როგორ მოვუაროთ ბავშვის კბილებს
 

თქვენი პატარას კბილების ჯანმრთელობა ბევრადაა დამოკიდებული მის საკვებზე, ასევე კვების სიხშირეზე. დიდი მნიშვნელობა აქვს კბილების სიჯანსაღისთვის როგორც კვების სწორ ჩვევებს ასევე, კბილებზე სწორად ზრუნვას. სასურველია ეს ჩვევები დასაწყისიდანვე გავითვალისწინოთ.

კვება და კბილები

პირველ რიგში შეამცირეთ კვებებს შორის ტკბილეულის და შაქრის შემცველი პროდუქციის მიცემა თქვენი პატარისთვის, მათ შორის ჩირისა და ქიშმიშის. შაქარს ერევა პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები და წარმოქმნიან მჟავას, რომელიც აზიანებს კბილის ემალს. ეს ასევე ეხება სასმელსაც, შეამცირეთ ტკბილი, მჟავე და გაზიანი სასმელის რაოდენობა და მის მაგივრად მიეცით რძე ან წყალი. 

მიეცით ნატურალური ხილის წვენი,  საკმარისად განზავებული და მხოლოდ ჭამის დროს. წვენი დაალევინეთ ჭიქით ან საწრუპი ჩხირით, ასე ის ნაკლებად შეეხება კბილებს. 

იმისათვის, რომ ჯანსაღი კბილები ჰქონდეს ბავშვმა საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს კალციუმი და ვიტამინი D, რომელიც ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება. რძის პროდუქტი წარმოადგენს კალციუმის წყაროს, ხოლო D ვიტამინი გვხვდება რძეში, ცხიმიან თევზეულში, კვერცხში. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა ეს პროდუქტები საკმარისი რაოდენობით მიიღოს.

იმისათვის, რომ თავიდან ააცილოთ თქვენს პატარას კბილების დაზიანება მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ვიტამინების და კვებითი დანამატების მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმი სპეციალური კბილის პასტებსაც გირჩევთ. 

საუკეთესო საშუალება პრევენციაა, ამიტომაც მოარიდეთ თქვენი პატარა ტკბილეულს. აუკრძალეთ მისი ჭამა, ან დაიყვანეთ მინიმუმამდე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყოველი ტკბილეულის ულუფის შემდეგ დააყოლოს ყველი ან სხვა ნეიტრალური ნაწარმი, რომ მოხდეს შაქრის განეიტრალება და ზედმიწევნით კარგად გაახეხინეთ კბილები. 

კბილებისთვის ასევე საზიანოა ჩირი და ქიშმიში, ასევე საღეჭი ტკბილეული. ისინი ეკვრიან კბილის ზედაპირს და აზიანებენ მას. ამიტომაც ასეთი საკვები მიეცით უშუალოდ ჭამის დროს და არა კვებებს შორის. 

კბილებისთვის სასარგებლო საკვებს წარმოადგენს ყველი, მაწონი, პურის ჩხირები, ხილი და ბოსტნეული. 

კბილების მოვლა

 

პირის ღრუს ჰიგიენა ადამიანის საერთო მდგომარეობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მას განსაკუთრებული მდგომარეობა ენიჭება ბავშვებში, რადგან სწორი ჰიგიენა განაპირობებს კბილების დაცვას კარიესისგან, პირის ღრუს ჯანსაღ ფლორას, რაც შემდგომში ბავშვის საერთო ჯანმრთელობას განაპირობებს. 1-დან 3 წლამდე ბავშვი უკვე რეგულარულად უნდა იხეხავდეს კბილებს და თქვენ ამ ჩვევის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროთ. კბილების გახეხვა სწორად უნდა ხდებოდეს:

  • დღეში ორჯერ – უზმოზე და დაწოლის წინ;
  • პატარა რბილი ჯაგრისით, რომლითაც ადვილად მიწვდებით საძირე კბილებსაც;
  • სანამ ბავშვი გადაფურთხებას არ ისწავლის სასურველია ფტორის შემცველობის გარეშე კბილის პასტა მოახმაროთ;
  • სამ წლამდე ასაკში მოახმარეთ ფტორის დაბალი შემცველობის მქონე კბილის პასტა, სამი წლიდან კი საშუალო შემცველობის;
ველედას საბავშვო კბილების საწმენდი გელი შექმნილია მცენარეული და მინერალური კომპონენტებით. ის ემსახურება პირის ღრუს, კბილებისა და ღრძლიების სისუფთავესა და ჯანსაღი ფლორის შენარჩუნებას. 
  • წრიული მოძრაობებით, ისე რომ არ დააზიანოთ მისი ღრძილები;
  • არ დაგავიწყდეთ კბილების უკანა მხარის გაწმენდა;

თუ კბილების გახეხვა არ უყვარს, მიეცით მაგალითი, დაიყოლიეთ და წაახალისეთ, მაგრამ არ დასაჯოთ და აიძულოთ. დააკვირდით მის მიერ კბილების წმენდის პროცესს სანამ არ გამოიმუშავებს სწორი წმენდის ჩვევას; თავიდანვე მიაჩვიეთ კბილებზე სწორად ზრუნვას და ეს ძალიან გაუადვილებს მომავალს.


წყარო: babyinfo 

გაზიარება