0
 
0
ორსულის 10 ოქროს წესი
 

    ორსულობის პერიოდში უამრავი პრობლემა იჩენს თავს, რომელთაც სტრესის გამოწვევა შეუძლიათ. ნერვიულობის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, ბავშვის ჯანმრთელობაზე ფიქრი, მშობიარობის შიში, ფინანსური პრობლემები, სამსახურებრივი გადაღლა და კიდევ სხვა. გახსოვდეთ, რომ რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული თქვენი სტრესი თქვენ შეგიძლიათ მისი დაძლევა.

  1. 1.    არ დაგავიწყდეთ დასვენება

ერთი შეხედვით თითქოს ადვილია საკუთარი თავისთვის მოცლა და დასვენება. გახსოვდეთ: როდესაც ისვენებთ თქვენ - ისვენებს თქვენი პატარაც. ამიტომ მოერიდეთ დატვირთვას, მიეცით საკუთარ თავს მოდუნების უფლება. დაკავდით თქვენი საყვარელი ჰობით, წაიკითხეთ წიგნი, გაატარეთ დრო მეგობრების წრეში და სხვა. თუ თქვენ მუშაობთ და სამსახურში გიწევთ ყოფნა შესვენებაზე შეეცადეთ თქვენთვის მოსახერხბლად მოკალთდეთ და დაასვენოთ თქვენი სხეული. საღამოობით სახლში მისვლისას გადადეთ სახლის საქმეები, მათ მოგვარებას შაბათ-კვირასაც შეძლებთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე გყავთ ბავშვი თქვენ დასვენება უფრო გაგიჭირდებათ. სთხოვეთ ახლობლებს თქვენი დახმარება, თქვენ კი ამ დროს ეცადეთ მოდუნდეთ და დაისვენოთ.

  1. 2.    დაკავდით იოგით

იოგით ვარჯიში თქვენ დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ არა მარტო ტონუსი, არამედ გასწავლით სპეციალურ მოსადუნებელ მეთოდებს , რომელიც მშობიარობისთვის დაგეხმარებათ. სასუნთქი ვარჯიშები დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ შიშსა და შფოთვას.

  1.  3.    გაუზიარეთ თქვენი გრძნობები

გახსოვდეთ,  რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ვინც ნერვიულობს და განიცდის ბავშვზე და მომავალ მშობიარობაზე. გაანდეთ თქვენი შიშები და დამოკიდებულება თქვენს მეორე ნახევარს, დედას, მეგობარს. თქვენ გრძობებს კარგად გაიგებენ სხვა ორსული ქალებიც, ამიტომ კარგია თუ მათთან ერთან გექნება ჯგუფური ვარჯიშები და გულახდილი საუბრები.

  1. 4.    რელაქსაცია

მასაჟი ორსულობის პერიოდში სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. თუ თქვენ გატაცებული ხართ არომათერაპიით დარწმუნდით, რომ გარკვეული ტიპის ზეთი არ არის მავნებელი ბავშვისთვის. 1-3 ტრიმესტრში არსებობს შეზღუდვები ზოგიერთ სურნელოვან ზეთზე. მე -20 კვირიდან თქვენ უკვე გაბედულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ლავანდის ან ციტრუსების არომატის შემცველი ზეთებით, თუმცა მაინც უმჯობესი იქნება თუ სპეციალისტთან გაივლით კონსულტაციას.

მედიატაცია ასევე რეკომენდრირებულია ორსულობის პერიოდში.

  1.  5.    მოემზადეთ მშობიარობისთვის

სავსებით ნორმალურია , რომ თქვენ ნერვიულობთ მომავალ მშობიარობაზე- როგორ გადაიტანთ ტკივილს, იქნება თუ არა ბავშვი სრულფასოვნად ჯანმრთელი, დაგეხმარებიან თუ არა ოჯახის წევრები, როგორი მამა იქნება თქვენი მეორე ნახევარი და უმრავი სხვა რამ. უმჯობესი იქნები თუ ამ პერიოდში თქვენ გაეცნობით ორსულობის, მშობიარობის, ჩვილის მოვლის შესახებ ლიტერატურას. ამით თქვენ თავს უფრო დამშვიდებულად იგრძნობთ რადგან უკვე ბევრ საკითხში იქნებით გარკვეული. კარგი იქნება თუ თქვენ წინასწარ შეარჩევთ სამშობიარო სახლს, გაეცნობით იქაურ მომსახურებასა და სიტუაციას. გაესაუბრეთ იქაურ ექიმებს. ხშირად ქალები შიშის გამო მიართავენ საკეისრო კვეთას. ამ შიშს ტოკოფობია ეწოდება და საკმაოდ გავრცელებულია მომავალ დედიკოებში. აუცილებლად მოუყევით თქვენი შიშების შესახებ ფსიქოლოგს და მკურნალ ექიმს. თქვენთვის ამ დროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უმთავრესია.

  1. 6.    ცვლილება ურთიერთობაში

თქვენ ღელავთ თუ როგორი ურთიერთობა გექნებათ თქვენს მეუღლესთან ბავშვის დაბადების შემდეგ, ან როგორ გაართმევთ თავებს მშობლების როლს. ბავშვის აღზრდა რთულია და ამას თქვენ ნელ-ნელა ისწავლით. არ არსებობს ერთგვარი წესები რა არის სწორი ან მცდარი ბავშვის აღზრდაში, თქვენ უბრალოდ ის უნდა გააკეთოთ რაც უფრო სწორად და სასარგებლოდ გეჩვენებათ. ხშირად დაეკითხეთ რჩევებს თქვენს მეგობრებს, რომელთაც უკვე ყავთ შვილები.

  1. 7.    სამსახური

დღეს ქალების უმეტესობა ორსულობის პერიოდში კვლავ განაგრძობს მუშაობას, უფრო მეტიც დეკრეტში გადიან უკვე მაშინ როდესაც მშობიარობა უახლოვდებათ. თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ და თქვენ უფრო მეტი დრო გექნებათ მშობიარობის შემდეგ ბავშთან დასარჩენად. სამსახურამდე მგზავრობა შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს, მით უფრო ორსულობის ბოლო პერიოდში. გაესაუბრეთ თქვენს ხელმძღვანელს თქვენი სამუშაო გრაფიკის შესახებ რათა ტრანსპორტში პიკის საათებში არ მოხვდეთ. მაგალითად შესთავაზეთ სამსახურის ადრე დაწყება და სამუშაოდან შედარებით ადრე წასვლა, კვირაში 2 დღე სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა და სხვა. მოერიდეთ ტრანსპორტში ფეხზე დგომას, ნუ გარისკავთ და ნუ ახვალთ გატენილ ავტობუსსა თუ ვაგონში.

  1. 8.    ფინანსური მხარე

ორსულობა და ბავშვის დაბადება ყოველთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული შეძლებთ თუ არა ბავშვისთვის ყველა საჭირო ნივთის შეძენას ნუ ჩავარდებით პანიკაში. ჩამოწერეთ ყველაზე აუცილებელი ნივთები და შეიძინეთ ისინი, დანარჩენი კი შეგიძლიათ დროებით თქვენს მეგობრებს ან ნათესავებს გამოართვათ.

  1. 9.    დიეტა და ფიზიკური ვარჯიში

ორსულობისას აუცილებელია იკვებოტ ჯანსაღი საკვებით და მისდიოტ სბალანსირებულ დიეტას. შეეცადეტ ნაკლები მიირთვათ ცხიმიანი პროდუქტი, ტკბილეული და ცომეული. რაციონში შეიყვანეთ ხილი და ბოსტნეული.

არ უნდა დაივიწყოთ ფიზიკური ვარჯიშიც. ძალიან ნუ დაიტვირთავთ თავს, გააკეტეთ მსუბუქი ვარჯიშები, რომლებიც დასაშვებია ორსულებისთვის. დაკავდიტ ცურვით. ცურვა ეს არის საუკეთესო საშუალება იყოთ ტონუსში და ამავდროულად ვარჯიშებით არ გადაღალოთ ორგანიზმი.

  1. 10. იზრუნეთ საკუთარ თავზე

ხშირად გაატარეთ თავისუფალი დრო თქვენთვის სასიამოვნო გარემოში. შეხვდით მეგობრებს და გაერთეთ - სიცილი და დადებითი ემოციები ხომ მოდუნების და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. 

 

წყარო: babyinfo 
 
გაზიარება