0
 
0
მოწევა და ორსულობა, როგორ დავანებოთ თავი მოწევას
 

ექიმები ყოველთვის ცდილობენ დაეხმარონ ქალს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში. მათ ორსულობისას ქალის სხვადასხვა დაავადების კონტროლი შეუძლიათ,  მაგრამ ექიმები უძლურები არიან როდესაც ქალი ორსულობის პერიოდში სიგარეტს ეწევა. მიჩნეულია, რომ მოწევა ერთ-ერთი უარყოფითი და მავნე ფაქტორია ნაყოფის სწორად განვითარებისთვის.  მოწევის შედეგები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • ჩვილის პატარა წონა
  • მკვდარშობადობა

რატომაა საშიში სიგარეტის მოწევა ორსულობის დროს?

სიგარეტის კვამლი შეიცავს 4 000- ზე მეტ  ქიმიურ ნივთიერებას, როგორებიცაა ციანიდი, ტყვია და ყველაზე საშიში -ნიკოტინი და მხუთავი აირი. სწორედ ეს ნივთიერებები იწევს ნაყოფის ყველა ანომალიას. ნიკოტინი და მხუთავი აირი ამცირებს ნაყოფთან ჯანგბადის მიწოდებას რაც იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ჩვილის პატარა წონას ან სულაც მკვდარშობადობას. ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, მათ შორის ჭიპლარის სისხლძარღვებსაც, რაც ბავშვთან ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი ცდილობს ლერწმისოდენა ჩხირიდან ძლივს სუნთქავს. წითელი სისხლის უჯრედები კი, რომელთაც სისხლის მიმოქცევისას ჟანგბადის მოლეკულები გადააქვთ, მწეველი დედის ორგანიზმში არამარტო ჟანგბადის მოლეკულები გადააქვს არამედ მხუთავი აირისაც.  ანუ ბავშვს ამ შევიწროვებული მილიდან საჭიროზე ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რომელთაც თან მომწამვლელი მხუთავი აირი ახლავს თან.

რა გავლენას მოახდენს მოწევა ბავშვის მომავალზე?

ჟანგბადის უკმარისობა ძლიერ აისახება ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე. მოწევა საშუალოდ აორმაგებს ნაადრევი მშოაბიარობის რისკსა და მკვდარშობადობას. სიგარეტის თითოელი ღერი სიცოცხლის საფრთხეს უქმნის თქვენს პატარას. ზოგი მომავალი დედა ამცირებს სიგარეტის მოწევას ორსულობისას , მაგრამ სრულებით არ ანებებს თავს მათ ჰგონიათ, რომ რამდენიმე ღერი სიგარეტი უფრო ნაკლები ზიანის მომტანია ვიდრე მთელი კოლოფი, სინამდვილეში კი განსხვავება ძალიან მცირეა. მწეველის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ნიკოტინის ყოველ დილით მიწოწებული პირველი დოზების მიმართ, ამიტომ ერთი ან ორი ღერი სიგარეტი სისხძარღვების მნიშვნელოვან შევიწროვებას მაინც გამოიწვევს.

წონა და სიმაღლე

ჟანგბადის უკმარისობა ძლიერ გავლენას მოახდენს თქვენი პატარის სიმაღლესა და განვითარებაზე. მოწევის შედეგად თქვენი შვილის წონას მინიმუმ 250 გრ აკლდება.

სხეული და ფილტვები

პატარა ზომის ნაყოფს ვერ ექნება სრულყოფილად ჩამოყალიბებული ორგანოები. ნაადრევი მშობიარობისას ბავშვის ფილტვები ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ჩამოყალიბებული და ტქვენს პატარას რამდენიმე დღე ან კვირა სასუნთქ აპარატზე შეაერთებენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვილმა მკურნალობის შემდგე ტავის შეძლო სუნთქვა პრობლემა ამით არ იქნება ამოწურული. მათი ორგანოების განვითარება, განსაკუთრებით კი ფილტვების ბევრად ჩამორჩება ჩვეულებრივის. მომავალში  ასეთი ბავშვები ხშირად ავადდებიან სასუნთქი სისტემის დაავადებებით, მათ უმეტესობას აქვს ასთმა. მწეველების შვილები ორჯერ და სამჯერ მეტადექვემდებარებიან  ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომის (sudden infant death syndrome, SIDS-ვიზუალურად ჯანმრთელ ბავშვს  მოულოდნებად უწყდება სუნთქვა და ის იღუპება) განვითარების რისკს.

გული

ბავშვები, რომელთა დედდები ორსულობის პირველ ტრიმესტრში ეწეოდნენ  იბადებიან გულის სხვადასხვა დაავადებებით. მწეველების შვილები 20-70% მეტად იბადებიან თანდაყოლილი გულის მანკებით ვიდრე არამწეველების. მათი გულის დაავადებები სხვადასხვა გვარია დაწყებული მსუბუქი პათოლოგიით და რთულით დამთავრებული. 

ტვინის ფუნქციონირება

მწეველების შვილებს ხშირად გამოეკვეთებათ აზროვნების პრობლემები. ასეთ ბავშვებს აქვთ დაბალი მოსწრება, ათვისების ცუდი უნარი, კონცენტრაციის ნაკლებობა, ყოფაქცევის პრობლემები და შედარებით დაბალი IQმაჩვენებელი. 
 

რისი გაკეთება შემიძლია?

თუ თქვენ დამოუკიდებლად ვერ ანებებთ თავს მოწევას, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ესაუბრეთ ახლობლებს და სხვა მომავალ დედებს, რომელთაც უკვე დაძლიეს ეს მავნე ჩვევა.

არსებობს სიგარეტის დანებების ბევრნაირი ხერხი, თქვენ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, მოძებნოთ თქვენთვის ოპტიმალური ხერხი და იმოქმედოთ.

ცივი შხაპის მეთოდი :

მეთოდის არსი :  თქვენ უნდა გადააგდოთ სიგარეტი და დაიფიცოთ, რომ აღარ მოწევთ. მართალია  თქვენ რამდენიმე კვირა თავს საშინლად იგრძნობთ და მუდამ გენდომებათ კვლავ მოწევა, მაგრამ თუ ამ სურვილს გარკვეული პერიოდი დაძლევთ თქვენ მალე იგრძნობთ შვებას.  ამგვარი მეთოდი ნაკლებად სარგებლობს წარმატებით, რადგან ცოტას თუ ჰყოფნის ნებისყოფა სიგარეტს ბოლომდე დაანებოს თავი. თუ თქვენ გიჭირთ პირობის შენახვა მიმართეთ დამატებით პროცედურებს. პირველი რამდენიმე კვირა თქვენ შეიძლება გახდეთ გაღიზიანებული, იყოთ ცუდ ხასიათზე, აღგზნებული, ხშირად შფოთავდეთ და გაწუხებდეთ გაფანტულობა , მაგრამ ეს მეთოდი არის ყველაზე უსაფრხო სწრაფი და ყველაზე ეკონომიური.

ნიკოტინის შემცვლელი თერაპია

მეთოდის არსი:  ნიკოტინი ორგანიზმში მალევე იწვევს დამოკიდებულობას. ნიკოტინის შემცვლელის გამოყენება თქვენ დაგიცავთ ნიკოტინური შიმშილისგან რაც შეამცირებს თვითონ სიგარეტის მოწევის სურვილს. რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი თქვენი ნაყოფისთვის დადგენილი არ არის რადგან თქვენ მაინც იყენებთ ნიკოტინს. განსხვავება ისაა , რომ სიგარეტი ნიკოტინის გარდა სხვა უამრავ მავნე ნივთიერებას შეიცავს, რომელსაც თქვენ ამ მეთოდის წყალობით აღარ მიიღებთ. ეს მეთოდი საუკეთესო არაა თქვენი შვილისთვის, მაგრამ სიგარეტის მოწევას ნამდვილად ჯობია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიკოტინის პლასტირი, სპეციალური ნიკოტინური საღეჭი რეზინი, წვეთები და სხვა. ეს მეთოდი სიგარეტის თავის დანებების შანს აორმაგებს, თუმცა ნიკოტინის შემცველი პრეპარატების მიღება კვლავ საფრთხეს შეუქმნის თქვენს პატარას.

ექიმის კონსულტაცია

მეთოდის არსი:   ექიმი ფსიქოლოგიურად დაგეხმარებათ  დააღწიოთ თავი ამ მავნე ჩვევას. თქვენ წაგადგებათ ჯგუფური მწეველთა ჯგუფური სეანსები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებთ თქვენს პატარ-პატარა წინსვლევს. რამდენად შედეგისმომტანია ეს მეთოდი რთული სატქმელია, რადგან ეს თქვენ ფსიქოლოგიასა და ინდივიდუმზეა დამოკიდებული.

გიპნოზი და ნემსებით მკურნალობა

მეთოდის არსი:   ეს მეთოდები ბოლომდე არ არის შესწავლილი და არ არის ცნობილი რამდენად შედეგიანებია ისინი.  თუმცა ეს მეთოდები ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს და პაციენტების ნაწილი პროცედურების ეფექტურობაზე საუბრობს. მეთოდი გამორიცხავს მედიკამენტების მიღებას.


წყარო: babyinfo

გაზიარება