0
 
0
როგორ დავიწყოთ ბავშვის ბუნებრივ კვებაზე გადაყვანის პროცესი?
 

ოჯახის სადილობისას თქვენ სავსებით შეგიძლიათ დაასწროთ თქვენი პატარაც. შესთავაზეთ მას ცოტ-ცოტა საჭმელი. მიეცით საშუალება პატარას ხელით მიირთვას. დაჭერით მოგრძო ნაჭრებად საჭმელი, ან შესთავაზეთ ისეთი რომლის ხელში დაჭერას სირთულეს არ წარმოადგენს მაგ ბროკოლის კომბოსტო და სხვა. თავიდან თქვენი შვილი არ ფლობს დახვეწილ მოძრაობებს ამიტომ საჭმელს მუჭში მოაგროვებს. ხშირად პატარები საჭმლით თამაშობენ. მიეცით მას დრო, ხშირად დაასწარით უფროსების სადილს და თქვენ ნახავთ, რომ ის მალე დაიწყებს ჩვეულებრივი საჭმლის ჭამას. ბუნებრივი მეთოდით კვებისას ბავშვს აქვს საშუალება დამოუკიდებლად იკვლიოს სხვადასხვა სახის საკვები და გემოებითაც შეისწავლოს სამყარო. ამასთან პატარები სწავლობენ სხვადასხვა ტიპისა და კონსისტენციის საკვებთან გამკლავებას. მშობლები აღნიშნავენ რომ მათი შვილები ყველაფერს მიირთმევენ და არ არჩევენ საჭმელს. დადგენილია, რომ რაც უფრო გვიან შეიყვანთ ბავშვის რაციონში სხვადასხვა ტიპის საკვებს მით უფრო უხალისოდ მიიღებს მათ ბავშვი.

გაზიარება