0
 
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდის პროცესში მამის მონაწილეობა?
 
  • მამა გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერების ფორმირებაზე, განსაკუთრებით მისი სქესობრივი როლის შეგრძნებაზე საზოგადოებაში. მაგალითად ბიჭი ყოველთვის ცდილობს თვალი ადევნოს მამიც ქცევებს და მას მიბაძოს. ნებისმიერი მისი ქცევა ბავშვის ცნობიერებაში ილექება, რასაც ის ღრუბელივით იწოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია მამამ აკონტროლოს საკუთარი ქცევა, განსაკუთრებით ბავშვების თანდასწრებით, რომ შვილებისთვის დადებითი და მისაბაძი მაგალითი იყოს.
  • ბავშვებს, რომლებსაც მოსიყვარულე და ყურადღებიანი მამა ჰყავთ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ თვითდაჯერებულიები და წარმატებულები გაიზარდონ. აღსანიშნავია, რომ მამის მიერ გამოხატული სიყვარული შერჩევითია და ხშირ შემთხვევაში გვარის გამგრძელებელზე უფრო მეტად ვრცელდება, თუმცა არის ისე, როცა მამას გოგონა უფრო უყვარს. თუმცა ორვე შემთხვევაში მამას უნდა რომ იამაყოს თავისი შვილით, ყველაფერში და ყოველთვის წარმატებული უნდა რომ იყოს. ეს მიდგომა, რომელიც ფაქტიურად „აპროგრამებს“ ბავშვს წარმატებაზე ხდება ცხოვრების მთავარი მიზანი და ასე აღზრდილი ბავშვები ხშირ შემთხვევაში ხდებიან კიდეც წარმატებულები. 

მამას დიდი გავლენა აქვს ბავშვის მთელს მომავალ ცხოვრებაზე. ბავშვს ყველაფერი ამახსოვრდება, როდის იყო მამა გაბრაზებული, როდის კარგ ხასიათზე, რამდენ დროს ატარებდა შვილებთან. და როცა ზრდასრულ ასაკში არიან, შვილები ამ ესტაფეტას უკვე თავიანთ შვილებს გადასცემენ.

გაზიარება