0
 
0
უჭმელი ბავშვები
 

ალბათ თითქმის ყველა მშობელისთვის ეს ნაცნობი სიტუაციაა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი შვილები სრულფასოვნად იკვებებოდნენ საუზმესა, სადილზე თუ ვახშამზე და კიდევ საჭმლის დამატებასაც ითხოვდნენ. ასე კი იშვიათად ხდება ბავშვები კარგად იშვიათად იკვებებიან, მშობლები ყველანაირი ხერხით ცდილობენ ბავშვს ერთი კოვზი მაინც შეაჭამონ პატარა კი ამის საპასუხოდ ჭირვეულობს, საჭმელს აფურთხებს და სხვა... მოკლედ სადილობის პროცესი კოშმარად იქცევა. 

მოდით გავარვიოთ შეიძლება თუ არა ბავშვს იძულებით ვაჭამოთ და რამდენად სასარგებლოა

თუ თქვენი პატარა იზრდება და ვითარდება თანატოლების მსგავსად და არ ჩამორჩება მათ არც სიმაღლითა და არც  წონით, მაგრამ მეზობლის ლაშიკოზე ბევრად ნაკლებს მიირთმევს, არ ინერვიულოთ და ბავშვს თავი დაანებეთ. თქვენი შვილი თავისი ორგანიზმისთვის საკმარის საკვებს იღებს. 

დაუშვებელია ბავშვს საკვების მიღება დავაძალოთ, წარმოიდგინეთ მის ადგილას საკუთარი თავი. საკვების ძალდატანებით მირთმევამ შეიძლება მადის დაქვეითება ან სულაც საკვების მონელების პრობლემები გამოიწვიოს. ბავშვის კვების რაციონი შეთანხმებული უნდა იყოს  მის ფიზიკურ მონაცემებთან, ანუ სიმაღლესა და წონასთან და არა ასაკთან. როგორც წესი დაბალი ბავშვები მოზარდობი პერიოდში იზრდებიან. 

მიღებულია, რომ ბაშვებმა 1-3 წლამდე დღეში 1200-1500 კკალორია უნდა მიიღონ, 3-6 წლამდე 1600-2000 კკალ, 6-10 წლამდე 2000-2500, 10 წლის შემდეგ 29000. პედიატრების გამოცდილებით, როდესაც მშობლები ბავშვის უჭმელობაზე საურობენ ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი შვილები თავი დღიურ ნორმას სრულფასოვნად და ხშირად გადამეტებულადაც კი იღებენ. მაგალითად იოგურტი და ტკბილი ხაჭო შეიცავს 200 კალორიას, 3 ჭიქა ჩაი 120 კალორია, პეჩენია 300-400 კალორია 100 გრამზე და სხვა თქვენ შეიძლება გეგონოთ , რომ თქვენმა პატარამ არაფერი არ მიირთვა, როცა მას თავისი დღიური ნორმა ასე შეუმჩნევლად უკვე შევსებული აქვს. 

სამწუხაროდ წონის დეფიციტის წარმოქმნა არასწორმა კვებამაც შეიძლება გამოიწვიოს. არაბალანსირებული კვება საკვების მონელებასა და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას აფერხებს, ეს კი მადის დაქვეითებასა და წონის ნაკლებობას იწვევს. 

მშობლებმა უნდა გაითვალიწინოთ, რომ ადამიანს საკვების ახალი პორციის მიღება უნდება როდესაც კუჭი უკვე გათავისუფლებულია წინა საკვებისგან. ბავშვებში საჭმლის მონელება როგორც წესი 3-4 საათში ხდება. პატარებს, რომელთაც ცუდი მადა აქვთ საჭმლის მონელება გვიან ეწყებათ. მათმა ძალდატანებით კვებამ კი კუჭის უარესი გაღიზიანება და პირღებინებაც კი შეიძლება გამოიწვიოს. 

პროდუქტების 4 ჯგუფი რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს:

 

  1. ხორცის პროდუქტი, თევზი კვერცხი;
  2. ხილი და ბოსტნეული;
  3. რძის ნაწარმი;
  4. პური და სხვა ბურღულეულისგან დამზადებული საკვები;

 


როგორ დავეხმაროთ ბავშვს  საკვებისგან სიამოვნების მიღებაში

აი რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მშობლებს:

 

  1. მკაცრად დაიცავით კვების რეჟიმი. შუალედებში ნუ მისცემთ ბავშვს ტკბილეულს, წვენს, განსაკუთრებით კი ბანანისა და ატმის, რადგან ძალიან ტკბილია და მადას გაუფუჭებს. 
  2. გამოიჩინეთ დიდი მოთმინება , როდესაც ბავშვს საჭმელს აჭმევთ. თქვენი ნეგატიური განწყობით უფრო ამძაფრებთ სიტუაციას. 
  3. თუ ბავშვი უარს აცხადებს საჭმლის მიღებაზე გამოტოვეთ ის კვება;
  4. გარკვეული დროის განმავლობაში 1,5-2 თვე მოუმზადეთ ბავშვს ის საკვები, რომელიც მას უნდა. მოგვიანებით კი ნელ ნელა შეცვალეთ.
  5. შეეცადეთ საჭმელი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს. უყიდეთ მას საყვარელგმირებიანი ჭურჭელი, გააფორმეთ მაგიდა.
  6. შეეცადეთ, რომ ბავშვი სადილობისას არ იყოს აღგზნებულ მდგომარეობაში. ცოტა ხანი ეთამაშეთ მას რაიმე წყნარი თამაში ან წიგნი დაათვალიერეთ. 
  7. ხშირად ბავშვებს არ უყვართ საუზმობა, რადგან მათ საჭმელს გაღვიძებისთანავე სთავაზობენ. პატრას საუზმე მხოლოდ კარგად გაღვიძების შემდეგ შესთავაზეთ, როდესაც ადგება, ჩაიცმევს, დაიბანს და ცოტა თამაშსაც მოასწრებს. 
  8. ბავშვებს არ უყვართ სადილობა ზაფხულის ცხელ დღეებში. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება სითხე, ეს კი საკვების მონელების პრობლემას უფრო ამძაფრებს. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თქვენს პატარას რაიმე გამაგრილებელსა და მსუბუქ საკვებს შესთავაზებთ : იოგურტი, კეფირი, ხილი, წვენი, მსუბუქი ფაფა და სხვა. დღის მეორე ნახევარში კი , როდესაც სიცხე შედარებით გადავა მას ჩვეულებრივი სადილი მოუმზადეთ.
  9. ჩართეთ ბავშვი საკვების მომზადებაში. გამოძებნეთ რაიმე ადვილი რეცეპტი. მხიარულად გააფორმეთ საჭმელი და თქვენი პატარა ხალისითა და თამაშით შეექცევა მომზადებულ სადილს.
  10. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა საკვები კარგად დაღეჭოს, ეს გაუადვილებს საკვების გადამუშავებას;
  11. ხშირად ასეირნეთ ბავშვი. ხელი შეუწყვეთ მისი ენერგიის დახარჯვას, ეს მის მადის მომატებას გამოიწვევს.
გაზიარება