0
 
0
როგორ გახდეთ აქტიური მამა?
 

ყველასათვის ცნობილია გამოთქმა ”კარგი მამა”. მოცემულ სტატიაში თქვენ შეძლებთ გაიგოთ, რას ნიშნავს აქტიური მამა, ანუ მამა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ბავშვის აღზრდის პროცესში.    

1. იყავით მეტად ინიციატივიანი.

თუ მამები არ აიღებენ ინიციატივას, მაშინ მათი მონაწილეობა ბავშვის აღზრდის პროცესში ვერ შედგება. ამიტომ, იმის მაგიერ, რომ თქვენ ხელში მყოფი ატირებული ბავშვი გადასცეთ დედას, შეეცადეთ თავად დააწყნაროთ ის. ნუ მოგერიდებათ ერთმანეთს ჰკითხოთ რჩევები, რადგან ყველაფერი არავინ იცის. 


2. მეტად დაკავდით პრაქტიკით.

ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ ქალმა უკეთ იცის როგორ მოექცეს ბავშვებს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველაფერი, რაც ქალმა იცის ნასწავლი აქვს პრაქტიკის საშუალებით. ამიტომ, ხშირად მიიღეთ მონაწილეობა ბავშვის დაბანის, გამოცვლის, კვების, გასეირნების და დაძინების პროცესში. ერთი სიტყვით, შესთავაზეთ მეუღლეს დახმარება და ნუ შეგაშინებთ თქვენი მოუმზადებლობა ამა თუ იმ საკითხში. მთავარია ეცადოთ და ყველაფერი გამოგივათ. 


3. დააფასეთ ის, რისი სწავლებაც ბავშვისთვის მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

ჩვეულებრივ ქალები და კაცები ზემოქმედებენ ბავშვებზე სხვადასხვაგვარად: ქალები სოციალურ და ემოციურ, ხოლო კაცები ფიზიკურ და აქტიურ-შრომით დონეზე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ, ვინც ეცდება გითხრათ, რომ შვილთან ერთად ფეხბურთის თამაში, სირბილი და სხვა მამაკაცური აქტივობები უმნიშვნელოა, ვიდრე ქალების მიერ გამოვლენილი რომელიმე აქტივობა. აქტიური საქმიანობით დაკავებით ბავშვები სრულიად ახალ ემოციებს განიცდიან. ბავშვებს, რომლებსაც აქტიური მამები ჰყავთ გაცილებით წარმატებული და პოპულარულები არიან, ვიდრე სხვა ბავშვები.  


4. იყავით თქვენი შვილებისთვის ემოციურად ხელმისაწვდომი.

ფიზიკური ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია მამა-შვილის ურთიერთობაში, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ ემოციური მხარეც. მამაკაცმა არ უნდა აუკრძალოს საკუთარ თავს ემოციების გამოვლენა და შეგრძნება, მაგრამ ამასთან უნდა აცნობიერებდეს, როგორ ემოციებს განიცდის, იმისათვის, რომ შეძლოს იგივე იგრძნოს, რასაც ბავშვი გრძნობს.


5. ნუ იქნებით უბრალოდ დამხმარე, იყავით პარტნიორიც.

ისეთი მოდელი, როცა მამა მხოლოდ დამხმარეა, ხოლო მთავარ როლს ბავშვის აღზრდაში დედა კისრულობს, უკვე მოძველებულია და დღეისათვის აქტუალური არ არის. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ თანაბრად გადაინაწილოთ მოვალეობები შვილის აღზრდის საკითხში, მაშინ უნდა გააცნობიეროთ, რომ უბრალოდ დამხმარე ვერ იქნებით. თუ თქვენ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ცოლს დაუთმობთ, ამით გამოტოვებთ ბავშვის ცხოვრების მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ არ მიიღებთ მონაწილეობას, რომლისგანაც შედგება ბავშვის ცხოვრება, მამა ვერ იტვის, რომ ბავშვთან სრულყოფილი ურთიერთობა და გაგება აქვს, ან კარგად იცნობს მას. 


6. დააფასეთ მეუღლის შრომა.

იყო კარგი მამა - ნიშნავს აფასებდეთ თქვენს მეუღლეს, მის შრომას ოჯახურ საქმეებში და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მან თქვენი არყოფნის დროს მიიღო. ამასთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ ცოლთან ერთად დაგეგმავთ ოჯახურ საქმიანობას, ხოლო როცა ბავშვი წამოიზრდება ისიც აქტიურად უნდა ჩართოთ ამ პროცესში. 


7. საჭიროა იცოდეთ ურთიერთობა.

თუ თქვენ არ მოგწონთ, რომ ცოლმა ლიდერის როლი წაგართვათ ბავშვის აღზრდის პროცესში, უთხარით მას ამის შესახებ. თუ თავიდან არ მოისურვებს გადაინაწილოთ ეს მოვალეობა, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს, ეს უბრალოდ კაპრიზია, მალე გაუვლის და თქვენ თუ ინიციატივას ბოლომდე გამოიჩენთ, მაშინ შესაძლებელი იქნება მშობლის მოვალეობები ორივემ თანაბრად გადაინაწილოთ და შეასრულოთ. 


8. ბავშვების მიმართ თქვენი ვალდებულებები არ დაივიწყოთ დაშორების შემდეგაც კი.

ჩვეულებრივ განქორწინების შემდეგ მამაკაცებისთვის ყოფილ ოჯახთან ურთიერთობა ალიმენტის გადახდით და შვილის იშვიათად მონახულებით შემოიფარგლება. თუმცა გაყრის შემდეგაც კი არსებობს უამრავი მეთოდი იმისათვის, რომ ბავშვთან სრულფასოვანი ურთიერთობა შეინარჩუნოთ და მის აღზრდაში მიიღოთ მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან არის მუდმივად კავშირზე ყოფნა: ტელეფონით, ინტერნეტით, E-mail-ით, პირადად - მთავარია კავშირზე იყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთიერთობისას პირადი საუბრისთვის გამოყოთ დრო და ესაუბროთ მისთვის მნიშვნელოვან თემებზე და საკითხებზე. აი ასეთ დროს მოგიწევთ სერიოზულად იმუშაოთ საკუთარ თავზე, რადგან ბავშვთან ურთიერთობისას არ უნდა აირჩიოთ ჭკუაზე დარიგების მეთოდი, რა უნდა აკეთოს და რა არა და ა.შ.

დაიმახსოვრეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბავშვი, როგორც იარაღი, ყოფილ ცოლთან კონფლიქტების ან რაიმეტ ტიპის საკითხების გადასაჭრელად!  

გაზიარება