0
 
0
20 რამ, რასაც მიხვდებიან მკაცრი მშობლების შვილები
 

ოდესღაც გვეგონა, რომ დედა და მამა ზედმეტად ბევრ რამეს გვიშლიდა და უდარდელი ბავშვობის უამრავ ბედნიერებას გვართმევდა. თუმცა ახლა ვხვდებით, რომ აკრძალვების უმეტესობა ცხოვრებაში წაგვადგა და ხანდახან გვსიამოვნებს კიდეც ამ ძველი დროის ღიმილით გახსენება.

ეს სტატია გაგვახსენებს, თუ როგორია იყო მკაცრი მშობლების შვილი.

1. მეგობრების გარემოცვაში თქვენ ყოველთვის პირველ იყავით მათ შორის, ვისაც სახლში წასვლა ეჩქარებოდა, ამ დროს კი სხვები აგრძელებდნენ გართობას.

2. იმისთვის, რომ მეგობრის სახლში ღამე გაგეტარებინათ, გიწევდათ, მისამართის, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის დატოვება მისი ოჯახის შესახებ, ასევე უნდა დაგედოთ ფიცი,  რომ ერთ წვეთსაც არ დალევდით და 10 საათზე უკვე საწოლში იქნებოდით.

3. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი მეგობრები ადგენდნენ გეგმას, თუ სად წავიდოდნენ ამ ღამით, იცოდით, რომ თქვენი მშობლები იტყოდნენ  «არას», რადგან ასეთი თხოვნებით მათთვის 2-3 დღით ადრე უნდა მიგემართათ, რომ თქვენი განაცხადი განხილულიყო.

4. სანამ მშობლებთან თხოვნით მიხვიდოდით, სარკესთან გადიოდით რეპეტიციას, არამარტო თქვენს სათქმელ ტექსტზე, არამედ კითხვებზე და სავარაუდო პასუხებზე.

5. და საერთოდ, რაიმეს თხოვნამდე, კარგად უნდა დარწმუნებულიყავით, რომ თქვენი მშობლები კარგ ხასიათზე იყვნენ.

6. ღრმა ჩასუნთქვით და მწუხარებით სავსე თვალებით ზოგჯერ ეუბნებოდით: «აუ, საერთოდ რა აზრი აქვს… მაინც უარს მეტყვით», ეს იყო ეშმაკობა ნამდვილად მნიშვნელოვანი თხოვნის წინ.

7. მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა გეცადათ თხოვნა ვინმეს წვეულებაზე წასვლის შესახებ. მეგობრების რჩევა სახელად «ერთხელაც სთხოვე, იქნებ გამოგიშვან» ამ შემთხვევაში საერთოდ არ მუშაობდა.

8. ყოველთვის გიწევდათ აგერჩიათ ხუთშაბათისა და პარასკევის წვეულებას შორის, რადგან ორივეზე მშობლები ნამდვილად არ გაგიშვებდნენ.

9. ყველაზე დიდი პანიკა იწყებოდა, მაშინ, როცა თქვენი მეგობრები ასჯერ ცვლიდნენ გეგმებს, ამ დროს კი თქვენ გიწევდათ თავიდან აგეხსნათ მშობლებისთვის, სად მიდიოდით და რას გააკეთებდით.

10. თქვენ იტყუებოდით, რადგან ეს იყო სახლიდან გასვლის ერთადერთი გზა. დიახ, დრო და დრო ახლაც იტყუებით.

11. არ ბილწსიტყვაობდით, სანამ არ ჩააბარეთ უნივერსიტეტში.

12. არასდროს გქონდათ საუბარი «ამაზე» თქვენს მშობლებთან. შეიძლება, ცდილობდბენ, რამე წიგნი შემოეტენათ თქვენთვის, მაგალითად  «როგორ იცვლება სხეული», რომ თვითონ გარკვეულიყავით ყველაფერში.

13. სადილზე ალბათ განიხილავდით, როგორ მიდის საქმე სკოლაში და არასდროს საუბრობდით მეგობრებზე ან შეყვარებულზე. და საერთოდ, რაც უფრო მეტს ნერვიულობდნენ ამ თემაზე მშობლები, მით უფრო რთული იყო მათი “მოლბობა”.

14. ახლაც კი არ შეგიძლიათ, რომ ჩაცმისას არ იფიქროთ იმაზე, თუ რას იტყოდნენ ამ ჩაცმულობაზე თქვენი მშობლები. ოო, რამდენს კამათობდით ზედმეტად მოკლე კაბაზე ან გამომწვევ სტილზე!

15. ყურების გახვრეტა – აი ეს იყო ის მაქსიმალური ცვლილება, რომელიც შეგეძლოთ “გეკადრებინათ” თქვენი სხეულისთვის. არანაერი თმის ექსტრემალურად შეღებვა, ტატუები ან პირსინგი – თუ რა თქმა უნდა, არ გინდოდათ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დამწვარიყავით.

16. როცა მშობლებთან ერთად ტელევიზორს უყურებდით, მაშინვე რთავდით სხვა არხზე, თუ უპატარავესი შანსი მაინც იყო იმის, რომ გმირებს ერთმანეთისთვის ეკოცნათ.

17. თქვენი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ექსკურსიებზე და გასვლებზე დამკვირვებლებად ჩაწერას.

18. «დამირეკე, რო მიხვალ», «შენ რა, სტუმრადაც ასე აკეთებ?!», «მოაშორე ხელები მაგიდიდან» — ფრაზები, რომლებიც ათასჯერ გვაქვს მოსმენილი.

19. წლები ოცნებობდით იმაზე, რომ რაღაც სპონტანური გეგმა დაგესახათ ცხოვრებაში.

20. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის მშობლები მაინცსაუკეთესოები არიან სამყაროში.

გაზიარება