0
 
0
ბავშვები კონფლიქტურ ოჯახში
 

ოჯახში კონფლიქტური სიტუაციისგან ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან. კონფლიქტურ ოჯახებში ბავშვებზე არაპირდაპირი ზემოქმედება ხდება, როგორც ასოციალური ოჯახების მაგალითზე (ნარკომნების, ლოთების ოჯახები). მაგრამ ასეთი ზემოქმედებაც აუცილებლად აისახება ბავშვის პიროვნულობაზე. 

ოჯახში კონფლიქტურმა სიტუაციამ ბავში შესაძლოა სხვადასხვა პოზიციაში ჩააყენოს:

 

  • პატარა მშობლების ჩხუბისა და გარჩევის ჩუმი თვითმხილველია;
  • ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობლი ჯავრს იყრის;
  • ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში;

 

ჩუმი თვითმხილველი 

მშობლები და ბავშვები შეადგენენ ერთ მთლიანობას - ოჯახს. მშობლები ქმნიან ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ბაზას. ხშირად მშობლები ნაკლებად უფიქრდებიან თუ რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვის ფსიქიკას თავისი უსასრულო ჩხუბებით. ოჯახში დამოკიდებულება შემდგომში უნერგავს ბავშვს საკუთარ თავისადმი რწმენას, ნდობას. მშობლებს შორის სტაბილური ურთიერთობა ბავშვს დაცულობის შეგრძნებას აძლევს. კონფლიქტურ ოჯახში კი ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, ხოლო მუდმივი კონფლიქტები კი უფრო აღრმავებს მის ფსიქოლოგიურ ტრამვას. პატარას აწუხებს სხვადასხვა შიშები, ხედავს ცუდ სიზმრებს, საკუთარ თავში იკეტება, ეკარგება გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ აფასებს. ბავშვები და მოზარდებიც ბოლომდე არ არიან გარკვეული ცხოვრებისეულ სირთულეებში. მათ გაგებაში მათი საყვარელი ადამიანი აუცილებლად დადებითი პერსონაჟია. ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და მათ შორის ჩხუბი მათი სამყაროს დაგრევის ტოლფასია. ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან კონფლიქტის მიზეზს, ამიტომ ყოველივეში საკუთარ თავს თვლიან დამნაშავედ. ისინი ჩუმად იტანჯებიან და ნელ-ნელა უცხოვდებიან. ბავშვის სულიერი ტრამვები იწვევს უამრავ ნერვულ დაავადებას: ღამის ენურეზს, ტიკებს, სხვადასხვა სახის შიშებს, ყურადღების გაფანტვას და სხვა. ბავშვი ხდება ჩაკეტილი, უცხოვდება, მშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულება უღვივდება, რაც მომავალში სხვა ადამიანების მიმართაც ვლინდება. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდენს, უშუალოდ რომელთა შემსწრეც ბავშვები გახდნენ. ეს აზრი სწორი არ არის. ბავშვები ძალინ კარგად გრძნობენ ოჯახში დაძაბულობას და ემოციურ მუხტს. შეიძლება მშობლებმა ბავშვის წინ არ იჩხუბონ, მაგრამ თქვენი პატარა აუცილებლად იგრძნობს თქვენს შორის დაძაბულობას. მშობლებს შორის სიცივემ, ურთიერთობის გაურკვევლობამ და სამარისებურმა სიჩუმემ ასევე შეუძლია არანაკლებ დაუზიანოს ბავშვს ფსიქიკა.

ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობელი ჯავრს იყრის

ხშირია შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო, გაბრაზებული და ყველანაირად გაღიზიანებული მშობლები აურყოფით ენერგიას ბავშვზე ავლენენ. ბავშვი, რომელიც ფიზიკურად მამას გავს და მისი ქცევის რაიმე მახასიათებილიც აქვს შეიძლება დედის მუდმივი ჯავრის ამოსაყრელი ობიექტი გახდეს. დედა, რომელიც მეუღლეზე ვერ ცლის უარყოფით ენერგიას, რომელსაც ეშინია ძლიერი სქესის წარმომადგენლის და ვერაფერს ვერ უბედავს მთელი ყურადღება ბავზე გადააქვს და მეუღლეზე გამწარებული პატარას უსწორდება. მშობელი ბავშვში არა საკუთარ პატარა შვილს ხედავს, არამედ მისი სახით მტრის ხატს ქმნის. ყოველი პატარა ცელქობისთვის სასტიკად სჯის და ბავშვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ეწევა (ვიღაცას ხომ ერევა ოჯახში).

ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში

ხშირად დედა და მამა ცალ-ცალკე  ბავშვის მიმართ დიდ მზრუნველობას გამოხატავენ. ისინი ცდილობენ ბავშვის თავის მხარეზე გადმობირებას, შთააგონებენ, რომ არ ჰქონდეს მას ურთიერთობა მეორე მშობელთან, ამხედრებენ ერთმანეთის მიმართ და სხვა. ჰიპერზრუნვა და ბავშვის ნებაზე გაშვება სინამდვილეში განპირობებულია არა ბავშვზე ზრუნვით, არამედ მშობლის მარტო დარჩენის, გაურკვევლობის შიშით, და ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრების მცდელობით. ასეთი დამოკიდებულება ძირითადად ქალბატონებს ახასიათებთ. 

საკუთარი პრობლემების მოგვარების იარაღად ბავშვის გამოყენება უფრო ამძიმებს სიტუაციას ოჯახში და უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მას. ბავშვმა აღარ იცის ვის ენდოს, რომელი მშობლის ბრძანება შეასრულოს, რით დაიმსახუროს მშობლის სიყვარული, რა დააშავა რომ მას გამუდმებით უმიზეზოდ სჯიან, ზოგჯერ კი ყველაფრის უფლებას აძლევენ, რატომ არ უნდა ელაპარაკოს და არ უყვარდეს მეორე მშობელი და სხვა. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი დაბნეულია, არ იცის ქცევის წესები, ურთიერთობა ადამიანებთან და სხვა.

ოჯახური კონფლიქტი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება თვითონ ბავშვიც იყოს. მშობლებს სურთ, რომ ბავშვი კარგად აღიზარდოს, მაგრამ ყველა ადამიანს „კარგის“ განსზაღვრება განსხვავებული აქვს. ხშირად მშობლები ბავშვებს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს აძლევენ: დედა - „მე შენნაირი გაუგონარი ბავშვები არ მიყვარს“,  მამა-„შენნაირი წყნარი და დამჯერი დედიკოს ბიჭები ნამდვილი ვაჯკაცები არ იზრდებიან“. სინამდვილეში კი მსგავს ბრძანებებში უკმაყოფილების ნოტები მიმართულია მეუღლეების მიმართ. ქალი უკმაყოფილოა იმით, რომ მისი მეურლე არ ითვალისწინებს მის რჩევებს და მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ხოლო მამაკაცი აგონებს რომ არ დანებდება და არ აპირებს მისი პრეტენზიების მოსმენას და, რომ მის მეუღლეს საერთოდ არ ესმის მამაკაცური პრინციპეპი. მეუღლეები იმის ნაცვლად , რომ დასხდნენ და საკუთარი პრობლემები ბავშვის ჩართულობის გარეშე მოაგვარონ პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ მის საკუთარ პრობლემებში ჩათრევას. ხშირად მშობლები კამათის დროს ბავშვს სთხოვენ მხარის ამორჩევას, ეკითხებიან ვინ უფრო მეტად უყვართ დედა თუ მამა. ბავშვს სინამდვილეში ორივე მშობელი უყვარს და ცდილობს ხან ერთ გაუმართლოს იმედები და ხან მეორეს. პატარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მშობლები არაერთ ხრიკს მიმართავენ: საჩუქრები, შეპირებები, მუქარა და სხვა. მშობლებს უნდათ ბავშვი ჩაერთოს მათ კონფლიქტში და განსაზღვროს ვინაა მართალი და მტყუანი. თქვენი შვილი კი როცა წამოიზრდება უბრალოდ ისწავლის ამ თქვენი სიტუაციის გამოყენებას და თავის სასარგებლოდ, ანუ ვინ უფრო სახარბიელო წინადადებას შესთავაზებს იმის მიხედვით მოქცევას. მსგავსმა გამუდმებულმა კამათებმა ბავშვს ემოციური გადაღლილობა, ხასიათის ცვალებადობა, მადის და ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. მას არ შეუძლია თქვენი კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მას შეუძლია თავად მოიქცეს ცუდად და თქვენი ყურადღება ამდაგვარი საქციელით მიიპყროს. ასეთი ბავშვები პროტესტის ნიშნად იმდენად ცუდად იქცევიან , რომ მშობლებს საკუთარი თავები და გასარჩევი საქმეები ავიწყდებათ. სწორედ ესაა მათი მიზანი. 


გაზიარება