0
 
0
რეკომენდაციები ბავშვისათვის სათამაშოების შერჩევაზე
 

შეარჩიეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა მრავალმხრივი გამოყენებაა შესაძლებელი. ბავშვებს უყვერთ საგნების დაშლა, აწყობა, ამოღება, ჩასმა, დამატება და აშენება. შეარჩიეთ ისეთ სათამაშოები, რომლებიც თამაშობის სხვადასხვა ვარიაციებს იძლევა. მაგალითად ხის კუბურებისა და  ერთმანეთში ჩასასმელი პლასტმასის კუბურების გამოყენება შეიძლება გზების, ზოოპარკის, ხიდებისა და მანქანების ასაშენებლად. ამგვარი სათამაშოები თქვენი ბავშვის წარმოსახვას ავითარებს და ეხმარება მას ჩამოაყალიბოს პრობლემის გადაჭრისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. 

მაგალითები: კუბურები, ჩასასმელი კუბურები და ჭიქები, ასევე სათამაშოები ქვიშასა და წყალში სათამაშოდ


შეარჩიეთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც ხელს უწყობენ კვლევასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს კვლავ და კვლავ ივარჯიშონ ახალ უნარებში. სათამაშოები, რომელთა მეშვეობით ბავშვს შეუძლია თავად ან მცირედი დახმარებით აღმოაჩინოს რაიმე - ავითარებენ მის ლოგიკურ აზროვნებას და ეხმარება მათ ისწავლონ პრობლემის გადაჭრა. ასევე ისინი ავითარებენ სივრცის აღქმის უნარებს, ხელისა და თვალის კოორდინაციას, ასევე წვრილ მოტორიკას (ხელისა და თითების კუნთების გამოყენება).

მაგალითები: ჯიგსოები, ფაზლები, მოზაიკა ჩასასმელი კუბურები და ჭიქები, ხელოვნების მასალები, როგორიცაა წებო, საღებავები, ფანქრები და პლასტელინი.


სათამაშოები, რომლებიც ავითარებენ ბავშვის წარმოსახვას. გონებრივი განვითარებით სამი წლის ასაკის ბავშვს უკვე უჩნდება შემოქმედებითობის სურვილი, მას შეუძლია და მოსწონს როლური თამაშები (თითქოს რაინდია ან პრინცესა). ბავშვი წარმოიდგენს თითქოს იგი კუბურა სხვა რამ არის (მაგ. ნამცხვარი). ეძიეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა გამოყენებაც ბავშვს განვითარებასთან ერთად შეეძლება. როლური თამაში ავითარებს მეტყველებას, პრობლემის გადაჭრის უნარებს, და ლოგიკური მიმდევრობის დაცვის უნარს.   

მაგალითები: ტანსაცმელი როლური თამაშისათვის, პლასტმასის საჭმელი (ხილი, ბოსტნეული, ნამცხვარი) და ჭურჭელი, ფუმფულა სათამაშოები და თოჯინები, მატარებლები და სატვირთო ავტომობილები, თოჯინის სახლები, სათამაშო იარაღები და სხვადასხვა პროფესიებისათვის დამახასიათებელი ნივთები (მაგ. მეხანძრე, ექიმი, პოლიციელი, ხელოსანი). დიდი კარდონის ყუთი ძალზედ სასარგებლო შეიძლება გამოდგეს (შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიას სთხოვოთ). ყუთი შეიძლება გახდეს სახლი, მეკობრეების გემი, გვირაბი  - ნებისმიერი რამ რასაც თქვენი ბავშვის წარმოსახვა მოიფიქრებს. 


გაზიარება