0
 
0
ფორტეპიანოზე დაკვრა ტვინის განვითარებას უწყობს ხელს
 

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, აღნიშნულ ინსტრუმენტზე დაკვრით გარდა იმისა, რომ კარგად ვითარდება ხელების მოტორიკა, პატარა დროის სწორად ორგანიზებასაც სწავლობს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ბავშვის ტვინის განვითარება (კარგი მეტყველება, ინტელექტი, შემოქმედებითი აზროვნება და მეხსიერება) მისი თითების მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, ამიტომაც ისინი მშობლებს შვილების მუსიკალურ სასწავლებელში, კონკრეტულად კი ფორტეპიანოს კლასში ტარებას ურჩევენ. 

როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, აღნიშნულ ინსტრუმენტზე დაკვრით გარდა იმისა, რომ კარგად ვითარდება ხელების მოტორიკა, პატარა დროის სწორად ორგანიზებასაც სწავლობს. უფრო მეტიც, თუკი ჩვეულებრივ სკოლაში სიარულით ბავშვს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უვითარდება, რომელიც ლოგიკაზეა პასუხისმგებელი, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლით აქტიურდება მარჯვენა ნახევარსფეროც, რომელიც ემოციებს აკონტროლებს

გაზიარება