0
 
0
დამრიგებელი მშობლები
 

ამ ტიპის მშობლები თავიდან ბოლომდე დაკავებული არიან საკუთარი შვილებით. ბაღი, სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი. მათი დაინტერესება შვილების მომავლის მიმართ ნამდვილად გულწრფელია. ისინი ურთიერთობენ შვილებთან, მხარს უჭერენ მათ არჩევანს, ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

ასეთი მშობლები ადრეული ასაკიდანვე  ადევნებენ თვალყურს საკუთარი შვილების ინტერესებს და არასოდეს აიძულებენ ისწავლონ ან იმუშაონ იქ, სადაც თავად სურდათ თავის დროზე მოღვაწეობა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ მიაღწიეს.

მათთვის უცხოა შვილებით მანიპულირება და არასოდეს სთხოვენ მათ იმის გაკეთებას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ. ხელს უწყობენ მოზარდების თავისუფალ განვითარებას, ხოლო განვითარების გზაზე ეხმარებიან, კარნახობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებმა იპოვონ საკუთარი, წარმატებული ცხოვრების გზა

გაზიარება