0
 
0
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მარჯვენასა და მარცხენას განსხვავება – მარტივი რჩევები მშობლებს
 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მარჯვენას და მარცხენას განსხვავება? საკითხი ბევრი მშობლისთვის პრობლემურია. გთავაზობთ რჩევებს, რომლის მიხედვითაც სწრაფად შეძლებთ, ბავშვს ასწავლოთ რა არის მარჯვენა და რა – მარცხენა.

  1. პირველ რიგში ასწავლეთ ბავშვს რომელია მარჯვენა და რომელი – მარცხენა ხელი, ამაში კი შეგიძლიათ, ასოციაციურადაც დაეხმაროთ, მაგალითად – მარჯვენაა ხელი, რომელშიც ფანქარი, ან კოვზი უჭირავს.
  2. როდესაც ხელების ცნობას მიაჩვევთ, მოუყევით ბავშვს, რომ ყველაფერი, რაც მარჯვენა ხელის მხარეს არის, ყველაფერი მარჯვენაა – ფეხი, ყური, თვალი.
  3. ამის შემდეგ კი სივრცეში განლაგებული ნივთების მდებარეობის განსაზღვრებაზე უნდა გადავიდეთ. თხოვეთ ბავშვს, მოგიტანოთ ნივთი, რომელიც დევს მისგან მარჯვნივ, ან მარცხნივ.
  4. სეირნობის დროს ათვალიერეთ ყველაფერი გარშემო, გააკეთეთ ხმამაღალი კომენტარები რა საგანს, ადამიანს თუ ცხოველს ხედავთ თქვენგან მარცხნივ ან მარჯვნივ, მაგალითად – „ნახე, რა ლამაზი კატაა მარჯვნივ!“
  5. სეირნობისას ასევე კომენტარი გაუკეთეთ თქვენს მარშრუტს. „ახლა უნდა გადავიდეთ მარცხნივ“, „ახლა ჩვენი გზა მიდის მარჯვნივ“.
  6. მუდმივად ილაპარაკეთ ხმამაღლა სივრცეში ნივთების მდებარეობის შესახებ, მაგალითად – „სად არის შენი მწვანე მანქანა? აი, მარჯვნივ დევს, დათუნიასთან ერთად!“ „მომიტანე შენი ლურჯი მაისური, ის კომოდის მარცხენა უჯრაშია.“
გაზიარება