0
 
0
როგორ შევათავსოთ დედობა და წარმატებული კარიერა
 

საბედნიეროდ სულ უფრო მეტ ქალს ესმის, რომ მხოლოდ ბავშვი ვერ გახდის მათ შემდგარს, ბედნიერს და იწყებენ საკუთარი თავის ძიებას ხელოვნებაში, კარიერაში, საინტერესო ბიზნესში. თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის და ოჯახს აუცილებლად უნდა დაუთმოთ დრო. მაშ ასე გთავაზობთ რამოდენიმე წესს, რომლებიც დაგეხმარებათ მოიწყოთ წარმატებული კარიერა და ოჯახსაც შესაბამისად მიხედოთ.

შეადგინეთ შესასრულებელ საქმეთა ჩამონათვალი

სია უბრალოდ კი არ ჩამოწეროთ საქმე დაალაგეთ მნიშვნელობის მიხედვით. თქვენ დაინახავთ, რომ ბევრი მათგანი არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად ხუთი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ. დანარჩენებს კი თანმიმდევრობით მიჰყევით ან მოახდინეთ მათი ნაწილობრივ დელეგირება.

გამოიყენეთ პარეტოს წესი

ყველასთვის ცდნობილია, რომ ჩვენი აქტივობის 20%-ს მოაქვს რეზულტატების 80%. მაშ ასე, შეეცადეთ განსაზღვროთ რომელი საქმის შესრულებაა აუცილებელი და ისინი თქვენი ჩამონათვალის თოფ ნაწილში განათავსეთ, ხოლო დანარჩენები თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს გადაეცით შესასრულებლად, რადგან ისინი არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

ისწავლეთ თქვათ „არა“

ეს ქალისთვის ძალიან სასარგებლო ჩვევაა, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ. უარი თავაზიანად და რბილად თქვით ყველა იმ თხოვნაზე, რომელიც უშუალოდ თქვენ არ გეხებათ. როცა თქვენ ხართ არამარტო ბიზნეს-ლედი, არამედ დედაც, თქვენ ნამდვილად არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ თხოვნის გამო, სხვების მაგიერ რამე აკეთოთ და დრო ხარჯოთ. გარშემომყოფებმა ეს უნდა გაიგონ.

„თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს - მაშინ გააკეთე ის თავად“ - ეს გამონათქვამი მოცემულ სიტუაციაში თქვენთვის ნამდვილად არ გამოდგება

დაივიწყეთ ყველაფრის თავად კეთების ჩვევა. გადააბარეთ რაც კი შესაძლებელია სხვებს და ამ საკითხების შესახებ დაივიწყეთ. მიეჩვიეთ განსაზღვროთ პრიორიტეტები და დაიტოვეთ მხოლოდ ის მოვალეობები, რომლების შესრულებასაც სხვა ვერ შეძლებს.

კონცენტრაცია მოახდინეთ მთავარზე

სატელეფონო საუბრები, ფეისბუქი, ინსტაგრამის განახლება - ყველაფერი ეს გაცდენთ მთავარისგან, ფლანგავს თქვენს დროს და კონცენტრაციის საშუალებას არ გაძლევთ. თუ თქვენ გსურთ ერთდროულად წარმატებული დედა და ბიზნეს-ლედი იყოთ, მოგიწევთ „მსხვერპლის გაღება“ იმ სისუსტეებში, რასაც „დროის მოკვლას“ ეძახით, თუ რა თქმა უნდა გსურთ, რომ გაციელბით პროდუქტიული იყოთ და მეტად ხარისხიანი ცხვორება გქონდეთ.

გაითვალისწინეთ რომ ბავშვის განვითარება და კარიერა ურთიერთგამომრიცხავი საკითხები ნამდვილად არ არის. მთავარია ოქროს შუალედი იპოვოთ. აუცილებლად იქონიეთ მხედველობაში ის ფაქტი, რომ ზრდა-განვითარების პირველ წელიწადნახევარში ბავშვის ტვინი რეალიზებას უკეთებს თავისი პოტენციალის 50%-ს, ხოლო სამი წლის ასაკამდე 80%-ის, ამიტომ დედის მხრიდან მნიშვნელოვანია ჩვილის ცნობიერებაში შეიტანოს ყველა ის საფუძველი, რომლებიც გავლენას იქონიებს მის მომავალ ცხოვრებაზე. თუმცა საკუთარი ინტერესების, მოთხოვნების და ცხვორების შესახებ დავიწყებაც არ შეიძლება, რადგან ადრე თუ გვიან თქვენი პატარა დიდი იქნება და ის უნდა გაუშვათ დამოუკიდებელი ცხვორების გზაზე, სადაც მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. თქვენ კი სრულად მოგეცემათ საშუალება საკუთარ თავს მიხედოთ.

თუკი დედობა და სამსახური თქვენთვის შეუთავსებელია, და თქვენ, თქვენი შვილის ნათელი მომავლის გამო მოგიხდათ უარის თქმა ბიზნეს-ლედის იმიჯსა და სამსახურზე ნუ გაიტეხთ გულს, რადგან საუკეთესო, რაც ქალს შეუძლია შექმნას, ეს არის ბავშვი. სწორედ ის წარმოადგენს ყველაზე ძვირფასს და ყველაზე სასარგებლო წვლილს ცხოვრებაში, გაწეულს კაცობრიობის მშვენიერი სქესის წარმომადგენლის მიერ.



წყარო: babyinfo.ge

გაზიარება