0
 
0
უფროსი, უმცროსი და შუათანა შვილები - როგორია თითოეულის ფსიქოტიპი
 

მნიშვნელობა არ აქვს დედისერთა ხართ თუ უფროსი შვილი ოჯახში, არის რაღაც თვისებები, რომლებიც ოჯახში დაბადების თანმიმდევრობის მიხედვით ნაწილდება ბავშვებზე. სტერეოტიპულად თუ მივუდგებით, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ დედისერთა ბავშვები ცოტა "გაფუჭებულები" არიან, მუდამ ყურადღებას ითხოვენ, მაშინ როდესაც უფროსი შვილები ლიდერობისკენ არიან მიდრეკილნი. მნიშვნელოვანი კვლევები ამ საკითხზე ალფრედ ადლერმა დაიწყო და 30 წლიანი შრომის შემდეგ ძალიან ბევრ დასკვნამდე მივიდა. ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ფსიქოლოგთა ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ თანმიმდევრობას მაინც აქვს მნიშვნელობა, რადგან ,,კონკურენციის" პირობებში ბავშვებს სხვადასხვა ტექნიკის ათვისება უწევთ, 
რათა მშობლების სიყვარული და მოწონება დაიმსახურონ.

ამ საკითხში ექსპერტი მაიკლ გროსი საუკეთესოდ განმარტავს ამ ფენომენს: ჩვენ დაბადებიდანვე დარვინისეულ ბრძოლაში ვართ ჩართულნი, ვიბრძვით ჩვენი მშობლების დროის, ყურადღების და სიყვარულის მოსაპოვებლად".

რა დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები?

ოჯახში უფროსი ბავშვი მიღწევებზე ორიენტირებული და პირველობისკენ მიდრეკილია. კვლევებმა აჩვენეს რომ ოჯახში უფროსი ბავშვების უმეტესობა ლიდერის როლს იღებს და ძმებთან ურთიერთობაში. ისინი მიჩვეულები არიან, რომ მათ პირველ სიტყვებს, პირველ ნაბიჯებს და ა.შ დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან პირველი შვილი მშობლისთვის პირველი გამოცდილებაა და უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ამაზე, ამიტომ ზრდასრულ ასაკშიც კი მიდრეკილება აქვთ ყურადღებას აქცევდნენ რას ფიქრობენ სხვები მათ საქციელზე. გარდა ამისა, უფროსი შვილები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებენ ცხოვრებაში, უმეტესწილად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა – იურისტი, სამართალმცოდნე და ა.შ. და გასაკვირი არ არის მსოფლიო ლიდერების უმეტესობა რომ სწორედ პირველი შვილი იყო ოჯახში.


წყარო: mshoblebi.ge

გაზიარება