0
 
0
ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურა
 

დღეს წიგნის მაღაზიების თაროებზე საბავშვო ლიტერატურის დიდი არჩევანია, მაგრამ მშობლებს, ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით 1-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის) უჭირთ არჩევანის გაკეთება, თუ კერძოდ რომელი ლიტერატურა წაუკითხოს შვილს. 

წიგნთან ურთიერთობის პირველი ნაბიჯები სახალისო და საინტერესო უნდა იყოს. მართალია ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვმა ან ჯერ არ იცის ან ანბანის პირველ მონახაზებს სწავლობს, და ეს საქმე ცოტათი რთულადაც ეჩვენება. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო _ ბავშვს სიყვარული და ინტერესი უნდა გაუჩნდეს წიგნის გვერდებზე განთავსებული ზღაპრული სამყაროს მიმართ და დაუოკებელი ლტოლვა თავადაც ამოიკითხოს თუ რა წერია იქ. 

ბავშვისთვის წიგნების კითხვა ადრეულ ასაკშივე შეიძლება დაიწყოთ. შესაძლოა, ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობდეს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ვერაფერს გაიგებს. ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პატარა ამ შემთხვევაშიც ვითარდება. ჯერ ძალიან მოკლე ზღაპრებით უნდა დავიწყოთ. შემდგომში ტექსტი შეიძლება უფრო დიდი მოცულობისა და რთული გახდეს. სულაც არ არის აუცილებელი ზღაპარი დავასრულოთ. ბავშვს ძალიან უჭირს, მთლიან სიუჟეტს მიუგდოს ყური და შესაძლოა, არც მშობელი იყოს უბადლო მთხრობელი. ამიტომ შეიძლება, ერთი ეპიზოდით შემოვიფარგლოთ. მნიშვნელოვანია, რას წავუკითხავთ პატარებს – სიუჟეტი ბავშვის ფსიქიკაზე არ უნდა მოქმედებდეს უარყოფითად.

ამ საქმიანობაში მშობელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, თუ როგორ მიაწოდებს ამ საკითხავს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ დაგეხმარებით შეგარჩევინოთ ლიტერატურა, რომელიც შეიძლება წავუკითხოთ მოზარდს 1-დან 5 წლამდე, რომელსაც ასაკობრივი ნიშნის (1-დან 3 წლამდე და 3-დან 5 წლამდე) მიხედვით დავყოფთ. ზოგიერთი წიგნი შეიძლება ბოლო წლების მანძილზე არც იყოს დასტამბული, მაგრამ ნუ დაიზარებთ ისარგებლოთ ბიბლიოთეკებითაც _ იქ ნამდვილად იპოვით ამ ლიტერატურას.

 

1-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის:

საუკეთესო საბავშვო პოეზიის ნიმუშები:

ხალხური შემოქმედებიდან:

 

  • მზე დედაა ჩემი
  • მზეო, ამოდი
  • აჩუ, აჩუ
  • ტირიასა ბანი
  • ტაში
  • მტირალა

 

ლექსად თქმული ზღაპრები-ბალადები: 

 

  • ხალხური _ თხა და ვენახი
  • აკაკი წერეთელი _ თხა
  • ვაჟა-ფშაველა _ წიწილა
  • მურმან ლებანიძე _ პაწაწინა ბალადა
  • ნაირა გელაშვილი _ ფანტელი
  • ანზორ აბულაშვილი _ მოგზაური
  • არნო ონელი _ ჯაფარა

 

საუკეთესო ზღაპრები:

 

  • ხალხური _ რწყილი და ჭიანჭველა. ამბავი ღორისა მისი ხუთი გოჭისა და მგლისა, ნახევარქათამა, ლომი და კურდღელი, ძმები, ვეფხვის ბოკვერი, კომბლე.
  • ეზოპე (გიგლა სარიშვილის თარგმანი) _ ბაყაყები, ქათამი რომელიც ოქროს კვერცხს დებდა, თხა და მწყემსი, კაჭკაჭი, კუ და კურდღელი.
  • ქეთევან ჭილაშვილი _ წუწკი ფისო
  • მედეა კახიძე _ დრუნჩა ფალავანი
  • ნინო ბეზარაშვილი _ ნია და ლია

 

საუკეთესო უცხოური საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები:

 

  • ძმები გრიმები _ მგელი და შვიდი ბეკეკა
  • ა. ბარტო _ სათამაშოები
  • ს. მარშაკი _ ლექსები
  • კ. ჩუკოვსკი _ ექიმი აიბოლიტი, დომხალი
  • გ. ხ. ანდერსენი _ ზღაპრები
  • ვ. კრილოვი _ იგავ-არაკები
  • შ. პერო _ წითელქუდა, ჩექმებიანი კატა
  • მსოფლიო ხალხთა ზღაპრები

 

3-5 წლის ასაკის ბავშვებისთვის:

საუკეთესო საბავშვო პოეზიის ნიმუშები:

 

  • ჰარი, ჰარალე
  • ჰარია
  • თხას უთხრეს
  • სალ კლდეში
  • ყინვარს
  • ნეტამც
  • ყვავო

 

ლექსად თქმული ზღაპრები _ ბალადები: 

 

  • იორამ ქემერტელიძე _ ბუზი-ბუზანკალი
  • ნოდარ დუმბაძე _ სტუმარ-მასპინძელი
  • ემზარ კვიტაიშვილი _ მონადირე
  • გივი ჭიჭინაძე _ დათუნია დრუნჩა
  • შოთა ხოდაშნელი _ ტყეში
  • ალექსანდრე ტაბატაძე _ კონცერტი საქათმეში
  • ჯანსუღ ნიქაბაძე _ ჭოტი და ჭინჭრაქა
  • შიო მღვიმელი _ ოთხი ძმა პეპელა
  • პაოლო იაშვილი _ ოთარ შოფერი
  • გრიგოლ აბაშიძე _ ავი ღლავი

 

საუკეთესო ზღაპრები:

 

  • სულხან-საბა ორბელიანი _ ქილილა და დამანა
  • დავით ჯავახიშვილი _ მანქანათქება, თავგადასავალი.
  • სერკო კლდიაშვილი _ ლომი და ხარები, ბედსვიანი წრუწუნა 
  • რევაზ ინანიშვილი _ სად ცხოვრობს მეზღაპრე, კრეჭანა
  • გუგული ტოგონიძე _ მტირალა
  • ნაირა გელაშვილი _ წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა, სოკოები.
  • დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია _ ბროლის ციგა
აგრეთვე ქართველი საბავშვო მწერლების შემოქმედება:

 

ნოდარ დუმბაძე,  მაყვალა მრევლიშვილი, ქეთევან ჭილაშვილი, მარი აბრამიშვილი, გუგული ტოგონიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი წერეთელი, ლიდა სტვილია, ნუნუ კერესელიძე, ოტია იოსელიანი, მურმან ლებანიძე, ოთარ ჭელიძე, დოდო ვადაჭკორია, ცირა ქიტიაშვილი, მარიამ წიკლაური.


საუკეთესო უცხოური საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები:

 

  • ს. ტ. აკსაკოვი _ ალისფერი ყვავილი
  • გ. ხ. ანდერსენი _ ყინულის დედოფალი, ქალთევზა
  • ძმები გრიმები _ ბრემენის მოხეტიალე მუსიკოსები, ფიფქია და შვიდი ჯუჯა
  • ს. მარშაკი _ თორმეტი თვე
  • ა. ა. მილნი _ ვინი პუჰი და ყველა- ყველა- ყველა
  • ა. პუშკინი _ ზღაპრები
  • ჯ. როდარი _ ჩიპოლინოს თავგადასავალი
  • ა. ფრანსი _ ფუტკარი
  • ჯ. ჰარისი _ ბიძია რიმუსის ზღაპრები
  • ვ. გაუფი _ ზღაპრები
  • პ. ერშოვი _ კუზიანი კვიცი
  • ე. ტ. გოფმანი _ მაკნატუნა
  • რ. კიპლინგი _ მაუნგლი
  • ს. ლაგერლოფი _ ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა
  • ა. ლინდგრენი _ ბიჭი და კარლსონი, პეპი მაღალწინდა
  • ჯ. სვიფტი _ გულივერის მოგზაურობა
  • ა. ტოლსტოი _ ოქროს გასაღები და ბურატინოს თავგადასავალი
  • პ. ტრავერსი _ მერი პოპინსი
  • ე. უსპენსკი _ ნიანგი გენა
  • ე. შვარცი _ კონკია

 

 
 
 წყარო:babyinfo
გაზიარება