0
 
0
ჯიბის ფული ბავშვისთვის
 

ბავშვის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც მას სჭირდება ჯიბის ფული. ფული, რომლის დანიშნულებასაც თავად განსაზღვრავს. ფსიქოლოგების აზრით ბავშვს მცირე თანხა უკვე მაშინ შეიძლება მივანდოთ, როცა ის მონეტებითა და კუპიურებით იწყებს დაინტერესებას, როდესაც გეკითხებათ რის ყიდვას შეძლებს ამა თუ იმ კუპიურით, ან რაიმე ნივთის მოწონებისას ამბობს არა „მინდა“, არამედ „მიყიდე“-ე.ი. მას ფულის დტვირთვა და აზრი უკვე ესმის და გაცნობიერებული აქვს. 

საკუთარი ბიუჯეტის ქონა დაეხმრება ბავშვს „გაზრდაში“ , გადაწყვეტილებების მიღების სწავლაში, პასუხისმგელობისა და მოთმინების გამომუშავებაში, პრიორიტეტების განსაზღვარში და სხვა. მშობლებმა ბავშვისთვის ფულის მიცემა  მცირე რაოდენობით უნდა დაიწყონ.  პატარა თანდათან ისწავლის ფულის დაგროვებასა და მოფრთხილებას, პრიორიტეტების განსაზღვრას - მას ახლა კი შეუძლია გაიქცეს მაღზიაში და ტკბილეული იყიდოს, მაგრამ ასევე შეუძლია ფული დააგროვოს და ოცნების სათამაშო იყიდოს. საკუთარი კაპიტალი, თუნდაც მცირე გამოუმუშავებს პატარებს ფულის ყადრსა და მნიშვნელობას, უფრო ნაკლებად მოაწყობენ ისტერიკას მაღაზიაში, რადგან ეცოდინებათ რა რთულად გროვდება ფული და სხვა. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვისთვის ფულის მიცემა არ უნდა ხდებოდეს რაიმეს სანაცვლოდ მაგ: კარგი ნიშნებისთვის, სახლის რაიმე სამუშოს შესრულებისთვის. ბავშვს მიეცით იმდენი რამდენსაც თვლით, რომ მას დაჭირდება და უაზროდ არ გაფლანგავს. 

როდის დავიწყოთ ბავშვისთვის ფულის მიცემა?

ბავშვისთვის ფულის მიცემა უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც მის თანატოლებს უჩნდებათ პირადი ფული, ეს როგორც წესი 5-7 წელია ან უფრო ადრე.  ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვებისთვის თანხის მიცემას იწყებენ, როდესაც ისინი სკოლაში იწყებენ სიარულს და შესაძლოა მშობლის არყოფნაში მათ რაიმეს ყიდვა დასჭირდეთ.

ოჯახები, რომელთაც ძლიერი ფინანსური პრობლემები აქვთ, უჭირთ ბავშვებისთვის ჯიბის ფულის გამონახვა, მაგრამ სასურველია თუ ამას მოახერხებთ, თუნდაც სულ მცირე თანხას სულ არაფერს ნამდვილად ჯობია. ბავშვმა არ უნდა იგრძნოს და იფიქროს, რომ ის განსხვავდება საკუთარი თანატოლებისგან ან მის მშობლებს ნაკლებად უყვრთ. მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი არაფერს არ გამოაკლოთ.

თუ თქვენს ოჯახს კარგი ფინანსური კაპიტალი გააჩნია, მაინც ნუ გაათამამებთ ბავშვს და ნუ მისცემთ მას ბევრ ფულს. გაიკითხეთ რამდენს აძლევენ სხვა მშობლები თავის ბავშვებს სახარჯო ფულს და თქვნც დაახლოებით იმდენივე მიეცით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბავშვი მიეჩვევა მფლანგველობას. არც თქვენ და არც თქვენი შვილი არ ხართ დაზღვეულები, რომ თქვენს შვილთან მხოლოდ ფულის გამო იმეგობრონ ბავშვებმა. როდესაც ეს გაირკვევა თქვენს შვილს უამრავი წყენა და გულისტკივილი დაუხვდება წინ. 

განსაზღვრეთ რა თანხა სჭირდება თქვენს შვილს იმისათვის, რომ გონივრულად დახარჯოს. რა თქმა უნდა ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ბავშვის მოთხოვნილებებიც, ამიტომ თქვენ მისი ჯიბის ფულის გაზრდაც მოგიწევთ. აქვე განიხილეთ რა საკუთარ ხარჯებს აანაზღაურებს ბავშვი თავისი ფულით - მაგ. სკოლის საუზმე, ელემენტარული საკანცელარიო ნივთები. როდესაც თქვენი შვილი თანხის ხარჯვას არა მხოლოდ გასართობად ისწავლის არამედ საჭიროებისამებრ, თქვენ უკვე შეძლებთ მას უკვე მოზრდილი თანხაც მიანდოთ. 

არასწორი იქნება თუ თქვენს პატარას ერთიანად გამოუყოფთ ერთი თვის თანხას. დარწმუნებული იყავით , რომ ის მას სულ რამდენიმე დღეში დახარჯავს და ეს არცაა გასაკვირი მათ არ შეუძლით განსაზღვრონ თანხა ერთ თვეზე და ბოლომდე არ ესმით რა არის ბიუჯეტის არსი. პატარებს უნდა მივცეთ პატარა თანხები და ხშირ -ხშირად. როდესაც ბავშვი მოიზრდება, მას ხელფასივით თვიურად შეგიძლიათ გამოუყოთ თანხა. ასეთი მიდგომით თქვენი შვილი ისწავლის ეკონომიურობას, ხარჯების განსაზღვრასა და კონტროლს.

ბავშვის არჩევანსა და ხარჯების განსაზღვრაში მშობლები არ უნდა ჩაერიონ. გახსოვდეთ , რომ ეს ბავშვის ფულია და მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს თუ რაში დახარჯავს მათ. თქვენ მხოლოდ რჩევის სახით შეგიძლიათ ჩაერიოთ, ისიც როდესაც საქმე ეხება მსხვილი და ძვირიანი ნივთის ყიდვას მაგ. ველოსიპედს და სხვა. გახსოვდეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თქვენი შვილი იღებს. მზად იყავით თანხის არარაციონალური ხარჯვისთვის - ფინანსური ზარალიც არაჩვეულებრივი გაკვეთილი იქნება თქვენი შვილისთვის. 

ბავშვისთვის თანხის გამოყოფას მიეცით რეგულარული და დროული სახე. დასჯისას არ უნდა შეეხოთ ფინანსურ მხარეს, ბავშვისთვის ფულის არ მიცემას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არ შეცვალოთ ჯიბის ფულის მიცემის წესები. თუ თქვენ ფინანსური პრობლემები გაქვთ და იძულებული ხართ ბავშვს ნაკლები თანხა გამოუყოთ დაელაპარაკეთ და აუხსენით მას თქვენი მდგომარეობა. ბავშვმა უნდა იცოდეს თუ რატომ უმცირებენ ბიუჯეტს. არასოდეს არ შეიცოდოთ ბავშვი, როდესაც ის თანხას არამიზნობრივად დახარჯავს და შემდეგ  მისთვის დამატებითი თანხის მიცემას ითხოვს. გახსოვდეთ თქვენ არ ხართ სადაზღვეო სააგენტო, რომელიც მაშინვე დაფარავს და აანაზღაურებს გაუთვლელ დანახარჯებსა და ზარალს, ბავშვმა უნდა გააცნოებიეროს ეს ფაქტი და თავის ხარჯებს გონივრულად უნდა მიუდგეს. როდესაც ბავშვი მიხვდება , რომ თქვენ არ აუნაზღაურებთ გაფლანგულ ფულს ის ჭკუას მოუხმობს და უფრო გონივრულად მიუდგება ნივთების შეძენას. 

 

წყარო:babyinfo 

გაზიარება