0
 
0
თუ ბავშვს არ უყვარს ბანაობა
 

ხშირად პატარებს არ უყვართ ბანაობა. ისინი ჭირვეულობას იწყებენ და პანიკაში ვარდებიან წყლის დანახვაზე. მშობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ პატარა პანიკიორის დასაბანად. ამ პროცესში ლამის ყველა ოჯახის წევრი იღებს მონაწილეობას, ყოველი მათგანი ხან ჩხუბით და  ხან თამაშით ცდილობს ბავშვის დაკავებას , მაგრამ სულ ტყუილად ბავშვის თავგანწირული ყვირილი მთელ ეზოს ესმის. 

ახალდაბადებულ ბავშვებს არაფრის შიში არ აქვთ. განსაკუთრებით კი წყლის, რადგან ისინი დედის მუცელში 9 თვის მანძილზე წყალში იმყოფებოდნენ. წყალი მათთვის ყველაზე ახლობელი სტიქიაა. როგორც წესი ჩვილებს ძალიან უყვართ წყალი და ბანაობისას თავს თავისუფლად გრძნობენ. ბავშვები 3 თვემდე ინარჩუნებენ წყლის ქვეშ ყოფნის შესაძლებლობას, სწორი მიდგომით კი ბავშვებს ეს თვისება წლამდეც შეიძლება შეუნარჩუნდეთ. 

მშობლები ქვეცნობიერად წყლის შიშს თავად უნერგავენ ბავშვებს. მაგ დედას ეშინია ახალდაბადებულის ბანაობა. მას ხელები უკანკალებს, აკეთებს უხერხულ მოძრაობებს, ეცვლება ხმის ტემბრი. მშობლის მუდმივი ნერვიულობა და შიში ინსტინქტურად გადაეცემა ბავშვს და ეს უკვე რეფლექსური ხდება. პატარას წყლის შიში შეიძლება განაპირობოს წყლის არასწორმა ტემპერატურამ, არასწორმა განათებამ, უხეშმა დაბანამ. ასევე მას შესაძლოა ახსოვდეს ბანაობასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ინციდენტი თვალებში შამპუნის ჩასვლა, წყლის ჩაყლაპვა, მშობლის ხელიდან გასხლტომა და სხვა მსგავსი. ამიტომ ნუ შეეცდებით ბავშვის ძალით წყალში ჩასმას, თქვენ ამით უფრო გაუღმავებთ შიშს. უმჯობესი იქნება თუ გაარკვევთ და დაფიქრდებით თუ რატომ არ მოსწონს ბანაობა თქვენს პატარას. აღმოჩენილი მიზეზი სასწრაფოდ არმოფხვერით და თქვენი პატარაც სიამოვნებით განაგრძობს წყლის აბაზანების მიღებას. ბანაობის წინ გაუკეთეთ მას მასაჟი, ჩაუგდეთ მისი სათამაშო აბაზანაში, ჩართეთ მუსიკა, ესაუბრეთ და გაუღიმეთ ბანაობის დროს. აგრძნობინეთ, რომ ყველაფერი რიგზეა და მას შეუძლია მშვიდად იყოს.  

წყლის შიში ადვილი დასაძლევია ჩვილობის პერიოდში, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი უკვე წამოზრდილია და მას გარკვეული მოსაზრებების გამო არ სურს ბანაობა?

ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია მშობლის მოხერხებულობაზე. მოზრდილ ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ, ცდილობენ მშობლისგან დამოუკიდებლად რაღაცის გაკეთებას. მიეცით ბავშვს ბანაობისას ეს დამოუკიდებლობა. მიეცით უფლება თავად აავსოს თავისი აბაზანა წყლით, გაიხადოს, თავად წაისვას საპონი. შეაქეთ ბავშვი. მიეცით სათამაშო  რომ დაბანოს. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ უკვე დიდია. მიეცით ჭიქა, რომ თავად დაისხას წყალი. შეგიძლიათ შეიძინოთ აბაზანის ქაფი, საპნისგან გაბეროთ ბუშტები და სხვა. აბაზანის ქაფით შეგიძლიათ უამრავი გასართობი მოიფიქროთ გაუკეთოთ მას წვერი, რქები და სხვა . დღეს ძალიან ადვილია შეარჩიოთ წყლის სათამაშოები, ანკესი და მაგნიტური თევზები, წყლის წისქვილი აქციეთ ბანაობის პროცესი გართობად. შეგიძლიათ ბანაობამდე ერთად მოამზადოთ ქაღალდის გემები და ბანაობისას აცურაოთ. მიეცით მას წვენის „საწრუპი“ რომ შეუბეროს გემს, რათა მან იცუროს, შხაპის საშუალებით კი წვიმა და შტორმი მოაწყვეთ. ითამაშეთ „მეკობრეობანა“, „ჩაძირობანა“. მიეცით რამდენიმე ნივთი და გამოიცნოს ჩაიძიერება ეს ნივთი თუ იტივტივებს. შეიძინეთ რამდენიმე ღრუბელი და პატარა ვედროები. შეეჯიბრეთ ვინ უფრო მეტ წყალს ჩაწურავს ვედროში ღრუბლიდან. ესაუბრეთ მას ჰიგიენის შესახებ, მოიგონეთ რამე ზღაპარი დაუბანელ ბიჭზე, რომელსაც ტანსაცმელი და სათამაშოები გაექცა. დაბანის შემდეგ უთხარით, რომ კარგი სუნი აქვს, არის სუფთა და ლამაზი. უთხარით, რომ ბანაობის შემდეგ ჩართავთ მის საყვარელ მულტფილმს.  შეეცადეთ ბავშვმა დიდი დრო გაატაროს წყალან, დიდხანს და ხშირად დააბანინეთ ხელები. სთხოვეთ დახმარება ჭურჭლის რეცხვაში. გაარეცხინეთ მისი მაისური და სხვა. ამგვარად თქვენი პატარა არამარტო მიეჩვევა წყალს არამედ შრომასაც. ასევე შეგიძლიათ იბანავოთ მასთან ერთად და აჩვენოთ თუ რა სასიამოვნო პროცესია ბანაობა. ამაში ცუდი არაფერია ვიდრე ბავშვი პატარაა ეს მისაღებია და თვენთვისაც უფრო მოსახერხებელია. მიუდექით ბავშვის შიშებს გაგებით. არ დასცინოთ და არ აიგდოთ მასხარად მისი გრძნობები. დაელაპარაკეთ მას და უთახარით, რომ იცით , რომ მას არ უყვარს ბანაობა და თქვენ ეს იცით ამიტომ სჯობის მალე დაიბანოთ და გახვიდეთ სააბაზანოდან. თუ მას არ სურს სავსე აბაზანაში ბანაობა შესთავაზეთ მას შხაპის ქვეშ დაბანა. მიიყვანეთ ცურვაზე. ბასეინზე სიარულმა და სხვა ბავშვებთან ერთად გართობამ შეიძლება შეუმციროს შიშები. გახსოვდეთ, რომ ბავშვის შიშები ისვე მალე ქრება როგორც ჩნდება. სწორი ტაქტიკის არჩევით თქვენი პატარა კვლავ შეიყვარებს ჭყუმპალაობას. არავითარ შემთხვევაში არ შეათრიოთ ბავშვი სააბაზანოში და ძალით არ დაბანოთ, ასეთი ქცევა უფრო გაამძაფრეს შიშს და შეიძლება სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრამვაშიც გადაიზარდოს. 


წყარო:babyinfo

გაზიარება