0
 
0
ჯანსაღი კვება 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის
 

კვება 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მშობლებისთვის საკმაოდ რთულ საკითხად რჩება. ბავშვი იზრდება და მას სხვადასხვა სახის სასარგებლო ნივთიერებები სჭირდება მისი, გემოვნება კი შეიძლება ახლა ყალიბდება და ძალიან ძნელია, რომ აჭამოთ ყველაფერი რაც სჭირდება. ამას ემატება ამ ასაკის კაპრიზები და საკვებთან დაკავშირებული ჭირვეულობა. ბრიტანელი ექსპერტები მშობლებს სთავაზობენ ჯანსაღი კვების 10 რეკომენდაციას, რომელთა სრულად დაცვაც გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი პატარა ჯანსაღად იკვებება:


1. ოჯახური სადილები

მიირთვით თქვენს პატარასთან ერთად და ის საკვები, რასაც მას აჭმევთ. კარგია თუ ისეთ საჭმელს მოამზადებს, რომლის ჭამასაც ის დამოუკიდებლად შეძლებს. ყოველთვის შეაქეთ, რომდესაც ის ახალ და უცხო საკვებს გასინჯავს. 

2. შესთავაზეთ თქვენს პატარას საჭმელი, მაგრამ ნება მიეცით თავად გადაწყვიტოს თუ რამდენს შეჭამს. ნუ დააძალებთ, რომ ბოლომდე შეჭამოს ულუფა.

3. ყოველდღიურად შესთავაზეთ ხუთივე სახეობის საკვები:

 

  • ხილი და ბოსტნეული;
  • მარცვლეულით დამზადებული საკვები და ბურღულეული: პური, მაკარონი, ფაფები;
  • რძის ნაწარმი: რძე, ყველი და მაწონი;
  • პროტეინებით მდიდარი საკვები: პარკოსნები, ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • მცირე ოდენობით ცხიმები და ტკბილეული;

 

4. მნიშვნელოვანია დაიცვათ კვების განრიგი: საკმარისია 3 სრული კვება და 2 მსუბუქი წახემსება, რომელიც დროში კარგადაა განაწილებული;

5. მიეცით 6-8 ულუფა (100-120მლ) წყალი ან სხვა სასრგებლო სითხე;

6. საჭიროებისამებრ დაუმატეთ A და D ვიტამინი ყოველდღიურად;

7. გაითვალისწინეთ მისი გემოვნებაც და ისე შესთავაზეთ საკვები

8. არასოდეს მისცეთ საკვებს ან სასმელს ჯილდოს და გასამრჯელოს მნიშვნელობა. დასაჯილდოებლად გამოიყენეთ თამაში, წაკითხვა, საუბარი ან ყურადღების სხვა გამოხატულება. ასევე, ნუ მისცემთ ტკბილეულს იმის სანაცვლოდ თუ ის სადილს კარგად შეჭამს.

9. მინიმუმამდე შეამცირეთ შემწვარი საკვები, ნამცხვრები, ჩიპსი და სხვა არაჯანსაღი საკვები.ასევე ტკბილი და გაზიანი სასმელები, წვენი მიეცით მხოლოდ ნატურალური და ისიც განზავებული. მოერიდეთ თხილის მიცემას, რადგან ხშირია თხილით დახრჩობის შემთხვევა.

10. წაახალისეთ მისი ფიზიკური აქტიურობა. 3 საათიანი ვარჯიში ყოველდღიურად საკმარისია, როდესაც პატარას 12 საათი სძინავს. 

ასეთია ბრიტანელი ექსპერტების რჩევები 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვების კვებასთან დაკავშირებით.


წყარო:babyinfo

გაზიარება