0
 
0
ეტიკეტი პატარაობიდან
 

კარგი მანერებისა და ეტიკეტის სწავლება შეგიძლიათ და აუცილებელიცაა ასწავლოთ ბავშვს პატარაობიდან. როგორც წესი ბავშვები ამ ყველაფერს ოჯახის წევრებზე დაკვირვების შედეგად სწავლობენ, მაგრამ უფრო შედეგიანი იქნება თუ ამაში თქვენც დაეხმარებით.

0,5-1,5 წელი. ერთი შეხედვით ძალიან რთულია ასეთ პატარას რამე გააგებინო და ასწავლო მანერები, მაგრამ ეს ასე არ არის რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვისთვის მანერების სწავლებას მით უფრო შედეგიანი იქნება ისინი. ამ ასაკში შეეცადეთ ბავშვის კვების დროს ნაკლები ადგილი დასვაროთ და გაითხუპნოთ ფაფით. ასადილეთ პატარა ერთსა და იმავე დროს, დაიცავით სხვადასხვა რიტულები მაგ : ფართუკის გაკეთება, მოუყევით ბავშვს რისგან შედგება მისი სადილი, ესაუბრეთ მის ლამაზ ჭურჭელზე და სხვა. ასეთი მიდგომა ბაშვის კვება თანდათან გადაიქცევა სადილად.

1,5-2 წელი. ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ისადილოს წესების დაცვით. პაწიამ ასე თუ ისე უკვე იცის თუ როგორ გამოიყენოს კოვზი და ჩანგალი, ხელსახოცი. ასწავლეთ რომ სადილის წინ მან ხელები უნდა დაიბანოს და შემდგე გაიწმინდოს.

სადილის ეტიკეტის გარდა აუცილებელია ბავშვს ასწავლოთ სამეტყველო ეტიკეტიც. პატარის ლექსიკონში უნდა გაჩნდეს ზრდილობიანი ლექსიკა. იყავით მაგალითი საკუთარი შვილისთვის და ესაუბრეთ მას ზრდილობის ელემენტების გამოყენებით თუ გსურთ, რომ ბავშვი ასევე მოიქცეს. როდესაც გინდათ რაიმე სთხოვეთ ან დაავალოთ პატარას არ დაგავიწყდეთ, რომ დავალებას უნდა ჰქონდეს თხოვნის ფორმა და არა ბრძანების, ხოლო დავალების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა. ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ მეტი პატივისცემა. თავისი სიმაღლის გამო მას უჭირს ზმთ ყურება, როდესაც მას ესალმებით ან ესაუბრებით არ დაგეზაროთ და ჩაიმუხლეთ დადექით მის დონეზე ასე პატარას თქვენთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდება და მის ნდობასაც დაიმსახურებთ. ასწავლეთ პატარას „გამარჯობისა“ და „ნახვამდის“ თქმა, მოკითხვაზე პასუხის გაცემა და სხვისი მოკითხვაც. აუხსენით რომ მორცხვობა და დედის უკან დამალვა მაინც და მაინც კარგი საქციელი არ არის და რომ ის უკვე დიდია ამდაგვარი ქცევებისთვის. ყურადღება მიაქციეთ რომ ბავშვმა არ გამოხატოს აგრესია სტუმრის მიმართ.

მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლოთ ჩაცმისა და ტანსაცმლის მოვლის ეტიკეტი. ნუ ატარებთ ბავშვს დასვრილს ან დაღრეცილი და გასასწორებელი ტანისამოსით. ამ ასაკში მას სავსებით შეუძლია გაისწოროს შარვალი ან კაბა, დაიბრერტყოს ტანსაცმელი და სხვა. ეცადეთ ბავშვს თავიდანვე მიაჩვიოთ აკურატულობასა და სისუფთავეს.

3-4 წლის. ამ ასაკი პატარები უფრო „დახვეწილ“ საჭმელს მიირთმევენ და უკვე სწორად ხმარობენ ჩანგალსა კოვზს. ამ პერიოდში ბავშვს შეგიძლიათ ასწავლოთ მაგიდასთან სწორად და გამართულად ჯდომა, აუხსენით რომ არ დაყაროს ნამცეცები მაგიდაზე. უკვე დროა ისწავლოს, რომ  ჭამის დროს არ დაიხაროს თეფშთან რათა კოვზი ან ჩანგალი ჩაიდოს პირში, პირიქით ჩანგალი ან კოვზი  ზემოთ პირის დონეზე უნდა ასწიოს და ისე უნდა მიირთვას; არ უნდა შეუბეროს და იცუღლუტოს საჭმელთან; უნდა მიირთვას დახურული პირით და უხმაუროდ, სასმელის დალევის შემთხვევაში ჯერ უნდა გადაყლაპოს პირში არსებული საჭმელი და მერე დააყოლოს სასმელი; თუ საკვების დამატება მოუნდება თავად არ გადაბობღდეს მაგიდაზე და უფროს სთხოვოს დამატება. სუფრასთან ჯდომისას დაუშვებელია ხმაური, თეფშის ჩანგლით დაჩხაპნა, დანა-ჩანგლის პირში ჩადება და თამაში და სხვა.

იმისთვის , რომ ასაკის ბავშვს კარგად გაუჯდეს მეტყველების კულტურა ხშირად ესაუბრეთ მას, ტაქტიანად შეუსწორეთ შეცდომები, აუხსენით ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა როგორ მოიქცეს სტუმრად, კაფეში, საყიდლებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. ბავშვის ამგვარი მომზადება მომავალში აგარიდებთ ბევრ უსიამოვნებას. ასწავლეთ ნებართვის აღება, რაღაცის თხოვნა, შთაუნერგეთ, რომ ჭირვეულობითა და ჯაჯღანით ვერ მიაღწევს წარმატებას და უმჯობესია ადეკვატურად მოიქცეს და აუხსნას მშობელს რა უნდა. ამ პერიოდში ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სოციალური ურთიერთობები აუხსენით, როგორ მოიქცეს თანატოლებთან, რომ უნდა გაუყოს მათ სათამაშოები, ისწავლოს რიგის დაცვა, სამართლიანობა, თავისზე პატარების დახმარება და უფროსების პატივისცემა. ყურადღება მიაქციეთ რომ უფროსებს თქვენობით მიმართოს და არა შენობით ბავშვსა და უფროს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული დისტანცია და პატივისცემის გრძნობა.

5-6 წლის. ბავშვებისთვის მთავარი ავტორიტეტები მშობლები არიან, იმისთვის რომ თქვენი შვილები კარგები გაიზარდონ დაიწყეთ საკუთარ თავთან მუშაობა და საკუთარი საქციელის კორექცია. თქვენი შვილი უკვე წამოზრდილია და უკვე ვეღარ დაარწმუნებთ რომ ასე მოიქცეს როცა თქვენ იგივეს აკეთებთ თქვენს პატარას მაშინვე გაუჩნდება გაურკვევლობისა და პროტესტის გრძნობა. ასწავლეთ ბავშვს თავის შეცდომებზე აუხსენით თუ რატომ არ უნდა გააკეთოს ასე.


წყარო: babyinfo 

გაზიარება