0
 
0
ბავშვის საუბარი
 

 ბავშვს მეტყველების უნარი მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად უნვითარდება. ჩვენს სტატიაში გაეცნობი თუ რა ასაკში რა ეტაპეპბს გადის ბავშვის მეტყველების ჩამოყალიბება. აქვეა მოყვანილი რჩევები, თუ როგორ დაეხმაროთ თქვნს პატარას სამყაროს შეცნობასა და შემდეგ მეტყველების ჩამოყალიბებაში.

დაბადებიდან - 3 თვემდე

ამ პერიოდში ბავშვები მხოლოდ ღუღუნებენ. ჩვილები სწორედ ღუღუნის ან ტირილის საშუალებით გამოხატავენ თავის ემოციებს. ჩვილებს მხედველობა და სმენა მისი ცხოვრების პირველი დღეებიდანვე უმუშავებთ. დააკვირდით პატარის რეაქციას როცა რამე ხმაურით დაგივარდებათ ბავშვი აუცილებლად შეიჭმუხნება და ტირილს დაიწყებს. შესთავაზეთ პატარას სხვადასხვა ფაქტურის სიდიდისა და ხმის გამომცემი ნივთები. უკვე დაბადებიდან მე-10 დღეს ბავშვს შეუძლია თვალი გააყოლოს სხვადასხვა საგნისა და ადამიანის მოძრაობას. დაუკიდეთ მას საწოლის თავზე მუსიკალური სათამაშო. ყურადღება მიაქციეთ რომ ბავშვს ხელები თავისუფალი ჰქონდეს. პატარები იკვლევენ თავის ხელებს, სწავლობენ მათ გამოყენებას, მოძრაობის კოორდინერაბას. ეს კი მომავალში დაეხმარება მას სამყაროს შეცნობაში და შემდეგ მეტყველების ჩამოყალიბებაში. ნუ იქნებით ჩუმად, ხშირად ესაუბრეთ თქვენს პატარას ის დააკვირდება თქვენი პირის მოძრაობას ეს კი გაუდვილებს მას მომავალში მეტყველების სწავლას.

2 თვიდან - 3 თვემდე

ბავშვი იწყებს სხვადასხვანაირად ტირილს. ის განსხვავებულად ტირის როდესაც შია, დაიღალა, ხელში აყვანა უნდა ან რაიმე სტკივა. თუ კარგად დააკვირდებით თქვენ მალე გაარჩევთ მისი ტირილის მიზეზებსაც. ჩათვალეთ რომ ბავშვი გესაუბრებათ და კონტაქტს ამყარებს ტირილით.  ამ პერიოდში ხშირად ესაუბრეთ პატარას. მისთვის მთავარი საუბრის შინაარსი კი არ არის არამედ თქვენი იტონაცია, მიმიკა ჯესტები, ხმა. შეეცადეთ მუდამ თბილად ესაუბროთ პატარას, მიეფერეთ. გაუკოთეთ კომენტარი თქვენს ქმედებებს მაგ : მოგშივდა ? მოდი გაჭამო; მოდი გამოვიცვალოთ და სხვა. ბავშვს გარკვეული ფრაზები და მას მოყოლილი მოქმედებები დაამახსოვრდება. ანუ ბავშვი დაიწყებს მოქმედებისა და ნათქვამის შინაარსის გაიგივებას. ბავშვი ამ პერიოდში უფრო მეტი დაკვირვებით ათვალიერებს ნივთებს. როდესაც მისი მზერა რაიმე ნივთს ან სათამაშოს დაეცემა რამდენჯერმე წარმოთქვით ამ ნივთის სახელწოდება. როდესაც თქვენი პატარა ღუღუნებს შეეცადეთ გაიმეოროთ მისი ღუღუნი ამით თქვენ პატარას აგრძნობიინებთ რომ გესმით მისი. აიღეთ ჩხაკუნა სათამაშო და აჩხაკუნეთ შემდეგ კი პატარას მიეცით ხელში ის აუცილებლად შეეცდება ხელის ქნევას რათა ააჩხაკუნოს. ასე პატარა ისწავლის თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ნივთებზე ზემოქმედება.

3-4 თვემდე

ბავშვის ღუღუნი უფრო მეტ ბგერებს შეიცავს და რთულდება. პატარა სწავლობს სხვადასხვა ინტონაციით ღუღუნს და საკუთარი ემოციების გამოხატვას. ბავშვის მზერა ხდება გონიერი, მისი მხედველობა უფრო იხვეწება და გამართულად იწყებს მუშაობას. პატარა სწავლობს თქვენი განწყობის დაჭერას- იღიმის როდესაც უღიმით, იცინის. მუცელზე წოლისას მას უკვე გამართულად შეუძლია თავის დაჭერა - ე.ს მისთვის ხილვადობის არეალი უფრო იზრდება. დადეთ მის წინ სხვადასხვა სათამაშოები, ნივთები და არ დაგავიწყდეთ მათი სახელწოდებების წარმოთქმა. აღწერეთ თქვენი და თქვენი პატარის მოქმედებები. საუბრისას დრო და დრო ახლოს მიიტანეთ სახე ბავშთან რათა უკეთ დაინახოს თქვენი პირის მოძრაობები, პერიოდულად კი დააშორეთ სახე, დაემალეთ პატარას და ისე  განაგრძეთ საუბარი- ის ხმაზე ორიენტირებას ისწავლის. დაუკიდეთ საწოლთან ფერადი და ხმიანი სათამაშობი ბავშვს ისინი აუცილებლად დააინტერესებს. ამ პერიოდში შეგიძლიათ ბავშვს ეთამაშოთ ისეთი თამაშები როგორიცაა „ ლოლია-ბოლია“ და სხვა მსგავსი.

5-6 თვემდე

ბავშვი ავარჯიშებს ინტონაციას, ცდილობს თქვენი მიმიკის დაჭერას და მასზე საპასუხო რეაქციის გამომუშავებას. წარმოთქვამს ხმოვან ბგერებს. მისი ღუღუნუ უფრო რთული ბგერებისგან შედგება. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი პატარა 6 თვის ასაკითსვის ხმოვან ბგერებს ვერ წარმოთქვამს უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.  ამ პერიოდში პატარებს უკვე შეუძლიათ თქვენი მობაძვა. დაჯექით მის პირდაპირ და გააკეთეთ სამეტყველო აპარატის ვარჯიშები. გაბერეთ ლოყები, გამოყავით ენა და აამოძრავეთ სხვადახვანაირად, შეუცვალეთ ფორმა ტუჩებს, წარმოთქვით სხვადასხვა ბგერები და მარცვლები. ამ ასაკის პატარები ყველა ნითს პირში იდებენ, ნუ დაუშლით ამის გაკეთებას ესეც სამყაროს შეცნობის ერთგვარი ფორმაა, უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი სათამაშოები იყოს სუფთა და არ ჰქონდეს ადვილად გადასაყლაპი დეტალები. თქვენი პატარა სიამოვნებით მოუსმენს მუსიკას. ჩაურთეთ სხვადასხვა სახის მუსიკა და სმენინეთ მას. კარგი იქნება თუ შეუძენთ სხვადასხვა სახის მუსიკალურ სათამაშოს ეს აუციელებელია ბავშვის განვითარებისთვის. ხშირად ესაუბრეთ პატარას. 5-6 თვის ასაკში თქვენ უკვე შეგიძლიათ ითამაშოთ დამალობანა. აიფარეთ ხელები სახეზე და შემდგე  მოიცილეთ ხელები სხვადასხვა შეძახილების თანხლებით. თამაშის მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაიმალოთ სხვადასხვა ავეჯის უკან და თან ისაუბროთ, პატარა აუციელბლად დაგიწყებთ ძებნას. დასვით სათამაშო ბავშვის წინ და ნელ- ნელა გაწიეთ - ამ გზით თქვენ ბავშვს მოუწოდებთ ხოხვის სწავლისკენ, რაც სამყარს შეცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

7-12 თვემდე

ბავშვი თანდათან იწყებს სიტყვების წარმოთქმას და თქვენ ელემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას. ამ პერიოდში თქვენ განსაკუთრებით დიდი დრო უნდა მიუძღვნათ თქვენს პატარას. ხშირად ესაუბროთ, დაეხმაროთ სხვადასხვა სიტყვების წარმოთქმაში. გააკეთეთ პირის აპარატის სპეციალური ვარჯიშები- გამოყავით ენა, გაბერეთ ლოყები, სხვადასხვა ფორმები მიეცით ტუჩებს. ასევე კარგია სუნთქვის ვარჯიშები- უყიდეთ პატარას სასტვენი, გასაფერი სათამაშოები, სთხოვეთ შეუბეროს მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს და სხვა. როდესაც ბავშვს ესაუბრეთ დადექით მის სიმაღლეზე რათა ბავშვმა უკეთ დაინახოს თქვენი პირი მოძრაობა. დამარცვლეთ სიტყვა და ნელა წარმოთქვით რამდენჯერმე შემდგე კი მთლიანად. აიღეთ ბავშვის სათამაშო და აღწერეთ ის, აჩვენეთ როგორ დადის, რა ხმებს გამოსცემს, სად აქვს თვალები , როგორი თვალები აქვს და სხვა. სთხოვეთ პატარას ადგეს დაჯდეს ან მოგიტანოთ გარკვეული სათამაშო. თუ პატარა მითითებებს სწორად ასრულებს ის უკვე აიგივებს ნივთსა და მის ლექსიკურ შინაარს. შეგიძლიათ ითამაშოთ სხვადასხვა მცირე მატორიკის განმავითარებელი თამაშები. შეიტანეთ მის ლექსიკონში სიტყვა „ არ შეიძლება“ პატარა უნდა ხვდებოდეს მის მნიშვნელობას. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ბავშვს მეტყველება შედარებით გვიან უყალიბდება. თუ თქვენი პატარა ჯერ ვერ ახერხებს გარკვეული სიტყვების წარმოთქმას ნუ შეშინდებით - ყველაფერი წინ არის!

12- 15 თვემდე

ამ ასაკში ბავშვმა უკვე იცის რამდენიმე სიტყვა და მათი მნიშვნელობა. ცოტა მოგვიანებით ის სწავლობს ინტონაციის შეცვლას კითხვის დასმის დროს, გაბრაზებისას და სხვა ასევე საუბრისას სხვადასხვა ჯესტიკულაციის გამოყენებას. თუ 15 თვს ბავშვი სიტყვებს ვერ წარმოთქვამს მიმართეთ სპეციელისტს.  ამ ასაკში შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში „ ჯადოსნური გუდა“ ბალიშის პირში მოათავსეთ რამდენიმე სათამაშო რიგ- რიგობით ამოაყოფინეთ მათ თავი და სთხოვეთ პატარას დაასახელოს სათამაშო. რას აკეთებს სათამაშო, როგორია, რა ხმას გამოსცემს და სხვა. თუ პატარამ არ იცის დაეხმარეთ მას და უთხარით. დაიწყეთ სიუჯეტური თამაშების თმაში- დააწვინეთ ტოჯინა საწოლში, შეიყვანეთ მანქანა ფარეხში, აჭამეთ დათუნია ს ფაფა და სხვა. დაათვალიერეთ ფერადი წიგნები და აღწერეთ ნახატები, მოყევით ზღაპარი ნახატების მეშვეობით. სეირნობისას აუცილებლად გააკეთეთ კომენტარი თუ რას ხედავთ, რას აკეთებენ გარშემომყოფნი. ერთად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე, საყიდლები და სხვა.

16-18 თვემდე.

ბავშვი ამ ასაკში მხოლოდ თავისთვის კი არ ბურტყუნებს, არამედ უკვე მიმართავს ოჯახის წევრებს. ის უკვე გარკვეთ წარმოთქვამს სხვადასხვა სიტყვებს, წარმოთქვამს ბევრ თანხმოვან ასოსაც. მას უკვე სავსებით შეუძლია თავისი საჭიროებების შესახებ საუბრით გადმოცემა, ნივთის აღწერა, რამის თხოვნა და სხვა.

18- 24 თვემდე.

პატარა უკვე აწყობს სხვადასხვა სიტყვათაშეთანხმებებს.

2-3 წლამდე. ამ ასაკის ბავშვმა თავისუფლად უნდა შეძლოს საუბარი გარშემომყოფებზე და სხვადასხვა ნივთებზე. მისი წინადადებები რთულდება და უფრო მეტ სიტყავს შეიცავს. ხშირად სვავს კითხვებს. სწორად იყენებს ნაცვალსახელებს, დროებს. გაითვალისწინეთ რო თუ პატარა უბრალოდ იმეორებს თქვენს ნათქვამს და არ პასუხობს დიალოგს აუცილებლად მიმართეთ ექიმს ეს შეიძლება ბავშვის მეტყველებისა და მისი გონებრივი ჩამორჩენის საწყისი ნიშანი იყოს. 

3-4 წლამდე.

ბავშვი თავისუფლად საუბრობს, მისი საყვარელი სიტყვებია „ რატომ“, „ რა“ და „ ვინ „ . ბავშვი სწორად წარმოთქვამს სიტყვებს და ბოლომდე გაგებინებთ თავის სათქმელს. მას შეუძლია მოგიყვებთ დღის განმავლობაში მომხდარი ფაქტები. 

4-5 წლამდე.

ბავშვს უკვე შეუძლია მოყვეს მოთხრობა თავისი შესავლით, განვითარებითა და დასასრულით. აღწეროს სურათი რამდენიმე რთული წაინადადებით. სწავლობს წინადადებების გრამატიკლად სწორად აწყობას. თავის ლექსიკონში იყენებს დროის აღმნიშვნელ სიტყვებს.

6-7 წლამდე

ბავშვს შეიძლია აღწეროს ორი ნივთი, ხაზი გაუსვას მათ საერთო და განსხვავებულ მახასიათებლებს, მოყვეს მოთხრობა სურათების დაუხმარებლად, არიდგინოს წინა კვირას მომხდარი ამბავი და მოგიყვეთ ამის შესახებ. მას შეუძლია ისაუბროს უფროსებთან, არეგულიროს საუბრის სისწრაფე, ხმის სიმაღლე და სხვა. 


წყარო: babyinfo 

გაზიარება