0
 
0
დედისა და ბავშვის ერთად ყოფნის მნიშვნელობა
 

ახალშობილს, მისთვის კერ კიდევ უცხო სამყაროში, უზომოდ სჭირდება დედასთან ძველებური ერთიანობის განცდა, მისი ალერსი, შეხება, მისი ცქერა ძუძუს წოვისას. დედასთან ერთად ყოფნა ამცირებს ბავშვის ავადობას, ხელს უწყობს მისი ყველა მოთხოვნილების დროულ დაკმაყოფილებას, დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას და ბავშვის სიმშვიდეს. თუ თქვენ პატარას განსაკუთრებული მოვლა ან დახმარება ესაჭიროება მას ახალშობილთა ინტენსიური დახმარების პალატაში მოათავსებენ. 

თუ ბავშვი სამედიცინო ჩვენებების გამო მოცილებლია დედისგან, დედა ხშირად უნდა იყოს მის გვერდით, მიუალერსოს, ხელით შეეხოს და ესაუბროს. უნდა ეცადოთ, რომ მიაწოდოთ ბავშვის მომვლელ პერსონალს გამოწველილი რძე, რომელიც საკვებთან ერთად თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო წამალს წარმოადგენს.
 
 
ავტორი: ქეთევან ნემსაძე
გაზიარება