0
 
0
რატომ ტირიან ჩვილები?
 

ყველა ახალშობილი ტირის და გასაკვირი ამაში არაფერია. აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვიც კი დღე-ღამეში  საშუალოდ 2- 3 საათს ტირის. ტირილი მათთვის ერთადერთი საშუალებაა კომუნიკაციის და საკუთარი თავის გამოსახატად. ჩვილებს საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი ტირილის საშუალებით მშობლებს ამა თუ იმ მოთხოვნილებაზე მიანიშნებენ. თავიდან ახალგაზრდა და გამოუცდელ მშობლებს უჭირთ მიხვედრა თუ რას ითხოვს მათგან პატარა, თუმცა გულმოდგინე და ყურადღებიანი მშობლები სწრაფად სწავლობენ ჩვილის ენას. 

ბავშვები ძალიან მალე სწავლობენ თვითგამოხატვის სხვა საშუალებებს ფა მშობლებთან დიალოგის გამართვას. ეს ხდება სხვადასხვა ბგერების, გამოხედვის სიცილის ან სხვა ემოციების გამოხატვის საშუალებით. სწორედ ამიტომ ბავშვს აღარ სჭირდება ყოველი მოთხოვნილების  დროს ტირილი. თუმცა ეს მოგვიანებით, მანამდე კი მოდით გავეცნოთ ჩვილის ტირილის სხვადასხვა მიზეზებს.

რატომ შეიძლება ტიროდეს ჩვილი?

 

  • შიმშილი

შიმშილი ბავშვის ტირილის უმთავრესი დაყველაზე გავრცელებული მიზეზია. რაც უფრო პატარაა ბავშვი მით უფრო მეტი შანსია, რომ ის სწორედ შიმშილის გამო ტირის. გამონაკლის წარმოადგენს ჩვილის ცხოვრების პირველი კვირა. ახალდაბადებულის კუჭი ძალიან პატარაა, ამიტომ ის ჭამს ცოტ-ცოტას და ხშირად. როდესაც თქვენი პატარა ტირის შესთავაზეთ მას ძუძუ ან ბოთლი. თუ თქვენი პატარა არ დაწყნარდა ან ახალი ნაჭამია და მაინც ტირის მაშინ მისი ჭირვეულობის მიზეზი სხვა რამეში უნდა ეძიოთ. 

 

  • დიკომფორტი

უამრავი პატარა აპროტესტებს მოჭერილ სამოს ან უკვე დასვრილ საფენებს. ბავშვების ნაწილს მოწონს დასვრილი საფენებში ყოფნა, რადგან თბილად არიან, მეორე ნაწილი კი მაშინვე აპროტესტებს და მათ გამოცვლას ითხოვს. სცადეთ საფენის გამოცვლა, ან ნახეთ ძალიან ხომ არ აქვს გაჭერილი საფენის ქამარი.

 

  • ტემპერატურა

ჩვილების უმეტესობას არ უყვარს ტანისამოსის, საფენების გამოცვლა და ბანაობა. მათ არ სიამოვნებს როდესაც აწუხებენ და სიმყუდროვეს ურღვევენ. ისწავლეთ ბავშვის სწრაფად გამოცვლა, რათა არ შესცივდეს. ყურადღბა მიაქციეთ ბანაობის ხანგრძლივობას. არ აბანაოთ პატარა დიდი ხანი ეს სხეულის ტემპერატურას აუწევს.  ნუ ჩააცმევთ მას ზედმეტად თბილად, და ნუ დააფარებთ მას შალის ან მატყლის საბანს. ბავშვისთვის ნორმალური სახლის ტემპერატურაა 18 გრადუსი. ჩააცვით მას დაახლოებით იმდენი და იმ სითბოს ტანისამოსი რასაც თქვენ იმ პერიოდში ატარებთ. პატარებს ხშირად ხელები და ფეხები სხეულთან შედარებით ცივი აქვთ და ამან არ უნდა გაფიქრებინოთ , რომ მას სცივა- გაუსინჯეთ მას მუცელი, თუ ის თბილი აქვს მაშინ თქვენი შვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. 

 

  • ამიყვანეთ, ხელებში მინდა! 

ზოგიერთ ბავშვს ხელში ტარება უყვარს. როცა ბავშვი მოიზრდება მის დასაწყნარებლად თქვენი დანახვა და ხმაც საკმარისი იქნება, მაგრამ ვიდრე პატარაა მისთვის აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი. ზოგ მშობელს ჰგონია , რომ ბავშვი მიეჩვევა ხელში ტარებას და მომავალში ძალიან გაუჭირდება ყოველ წუთს მისი ტარება, მაგრამ გახსოვდეთ რომ პირველ რამდენიმე თვეს ფიზიკური კონტაქტი აუცილებელია და თუ კი თქვენს პატარას თქვენთან სურს ყოფნა ნუ მოაკლებთ ამ სიამოვნებას. 

 

  • დავიღალე! 

ერთი შეხედვით ჩანს , რომ როდესაც პატარას ეძინება ის დაიძინებს ნებისმიერ დროსა და ადგილას. მართალიცაა, ბავშვები ძირითადად ასე იქცევიან, მაგრამ თუ პატარას ზედმეტად დატვირთული დღე ჰქონდა მას დაძინება გაუჭირდება. მშობლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი პატარა ცუდად იძინებს ან ტირის როდესაც სახლში სტუმრები იმყოფებიან. პატარა შეიძლება ტიროდეს დაღლილობისგან, წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას - უამრავი ახალი სახე, ყველა გეფერება, რაღაცეებს გეუბნება, გადადიხარ ხელიდან ხელში-ბავშვი იქანცება და ღიზიანდება. თუ ბავშვმა ჭირვეულობა დაიწყო სასურველია ცოტა ხნით განმარტოვდეთ თქვენს პატარასთან ერთად და დააძინოთ, ის გამოიტირებს თავის დაღლილობას და შემდეგ დაიძინებს. 

 

  • თავს ცუდად ვგრძნობ!

თუ თქვენ აჭამეთ პატარას, დარწმუნდით რომ თავს კომფორტულად და კარგად გრძნობს, მაგრამ ის მაინც ჭირვეულობს მაშინ მიზეზი ავადმყოფობა შეიძლება იყოს. როდესაც პატარა თავს ცუდად გრძნობს ის განსხვავებულად ტირის- გამოსცემს უფრო მაღალ და სასოწარკვეთილ ყვირილს. ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოთ მაშინაც თუ თქვენი შვილი ჩვეულებრივისგან განსხვავებით ზედმეტად მოთენთილია. თუ ხვდებით, რომ თქვენი პატარა თავს ცუდად გრძნობს უმჯობესია ექიმი გამოიძახოთ. 

 

  • რაღაც მინდა! (არ ვიცი რა)

ხშირად ხდება როდესაც მშობელი ვერ ხვდება რა უნდა ბავშვს. ბევრი ახალდაბადებული განიცდის უკმაყოფილობის პერიოდს და მათი დამშვიდება ძალიან რთულია. მათი ტირილი შეიძლება გაგრძელდეს, როგორც რამდენიმე წუთი ასევე საათობითაც. თუ ბავშვი ორი საათის განმავლობაშ შეუჩერებლად ტირის და მისი დამშვიდება ვერ შეძელით, მიმართეთ ექიმს.

 

  • კოლიკები

საკვების მონელება პატარასთვის პირველ თვეებში საკმაოდ მტკივნეულია. მისი ნაწლავები და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ არ არის მომწიფებული და მის ნაწლავებში წარმოქმნილი აირები პატარას ტკივილს ანიჭებს. კოლიკები როდესაც აწუხებთ, პატარები ხანგრძლივად და ძლიერად ტირიან. 3-4 თვის ასაკში ეს პრობლემა თავისით გადის, მანამდე კი შეგიძლიათ სხვადასხვა გზით შეუმსუბუქოთ პატარას ტკივილები. 


რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვის ტირილის დროს?

მოგიყვანთ რამდენიმე რჩევას რაც შეიძლება დაგეხმაროთ ჩვილის დაწყნარებაში, თუმცა არც ერთი საშუალება უნივერსალური არ არის და ყველა ბავშვზე ერთნაირად არ მოქმედებს. 

  • შეახვიეთ ჩვილი და ხელში აიყვანეთ. ახალდაბადებულებს ურჩევნიათ თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და სითბოში. შეეცადეთ შეახვიოთ ის, მიიხუტეთ და დაარწიეთ, დააკვირდით მის რეაქციას. ზოგ ბავშვს მოსწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა , ზოგს კი პირიქით აღიზიანებს. ყოველ შემთხვევაში თუ შეფუთვა არა,  დარწევა და მიხუტება ყველა ბავშვზე დადებითად მოქმედებს.
  • შეეცადეთ დააწყნაროთ რიტმული ხმებით. მუცლადყოფნის პერიოდში თქვენს პატარას ესმოდა თქვენი გულისცემა, ამიტომ მოწონთ მათ თქვენს გვერდით ყოფნა. მისი დაწყნარება სხვა რიტმულ ხმებსაც შეეძლება . მშობლების ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ პატარებს კარგად ეძინებათ სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ან ფენის ხმაზე. 
  • სცადეთ გაუკეთოთ მასაჟი თქვენს პატარას. მასაჟი ან უბრალო მიალერსება ზურგზე და მუცელზე იდეალური დამაწყნარებელი საშუალება შეიძლება იყოს. ბავშვები რომლებიც იტანჯებიან კოლიკისგან შვებას პოულობენ როდესაც მუცელზე  ეფერებიან, ან მუცელზე აწვენენ.
  • მიეცით საწოვარა

 ხშირად ახალგაზრდა მშობლებს ბავშვის ტირილზე ემართებათ სტრესი. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ტირის და ამის გამო არ ღირს ასე ნერვიულობა. დაისვენეთ, სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებს. 

 

წყარო: babyinfo 

გაზიარება