0
 
0
პირველი კბილები
 

 კბილების ამოსვლა ჩვილებში ერთ-ერთ ყვლაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ყველა პატარასთვის ეს პროცესი ინდივიდუალურად მიმდინარეობს, მაგრამ მაინც უმეტესად რთული და პრობლემატურია. მას ხშირად თან სდევს სხვადასხვა გართულებები, როგორიცაა ბავშვის უხასიათობა და გაღიზიანება, ღრძილების მომეტებული ქავილი,  ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, ღრძილების შესიება და სიწითლე. შესაძლოა ეს სიმპტომები სხვადასხვა კბილის ამოსვლისას სხვადასხვაგვარად განუვითარდეს პატარას, ან საერთოდ გართულების გარესე ამოუვიდეს კბილი.

ხშირად კბილების ამოსვლის თანმდევ სიმპტომებად მიიჩნევენ დიარეას - კუჭის აშლას და/ან მაღალ სიცხეს, რაც მეცნიერულად არ დასტურდება. თუმცა დედები ხშირად ამჩნევენ, რომ კბილის ამოსვლისას პატარებს მომატებული ტემპერატურა აქვთ.

პირველი კბილის ამოსვლა ჩვეულებრივ 6 თვიდან 1 წლამდე ასაკში ხდება, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, რაც საგანგაშო არ არის.

კბილები ჩვეულებრივ შემდეგი თანმიმდევრობით ამოდის:

 

  • 6-10თვე - ქვედა წინა ორი კბილი - ცენტრალური საჭრელი;
  • 8-12თვე - ზედა წინა წყვილი-ცენტრალური საჭრელი;
  • 9-13თვე  - ზედა ლატერალური საჭრელი კბილები;
  • 10-16თვე - ქვედა ლატერალური საჭრელი  კბილები;
  • 13-19 თვე - პირველი ზედა მოლარები ;
  • 14-18 თვე - პირველი ქვედა მოლარები;
  • 16-22 თვე - ეშვები;
  • 25-30 თვე - მეორე მოლარები;

 

2 წლის და ნახევრის ასაკში ბავშვების უმრავლესობას უკვე ყველა სარძევე კბილი ექნებათ ამოსული;

კბილის ამოსვლის სიმპტომები მეტად არაკომფორტულია, თუმცა სხვადასხვა საშუალებებით შესაძლებელია მათი შემსუბუქება.

  1. საღეჭი სათამაშოები  - პატარას ღრძილების უსაფრთხოდ დამასაჟებაში ეხმარება; ზოგიერთი მათგანი წყლიანია და თუ ასეთ სათამაშოს წინასწარ მაცივარში გააციებთ, მაშინ ის პატარას ღრძილებსაც გაუგრილებს და ასე დაუამებს.
  2. ადგილობრივი მოხმარების გელები - ასეთი გელები პატარას ღრძილებში, მტკივან ადგილას უნდა შეაზილოთ. ისინი მსუბუქ ტკივილგამაყუჩებელს შეიცავენ და ტკივილს უამებენ პატარას.
  3. თუ პატარას ძლიერი ტკივილი და მომატებული ტემპერატურა აქვს, მაშინ დაალევინეთ მას საბავშვო სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ასეთი პრეპარატები პარაცეტამოლს ან იბუპროფენს შეიცავს. ყოველთვის დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული დოზები.
     

თუ პატარას სხვა უჩეულო სიმპტომები აღენიშნება ან აქვს მაღალი სიცხე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


წყარო: babyinfo 

გაზიარება