0
 
0
პირველი საკვები: რეცეპტები
 

თქვენი პატარა უკვე წამოიზარდა და უკვე დროა მისი რაციონი გაამდიდროთ. ექიმები სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ფაფების რაციონში შეყვანას 5-6 თვიდან გვირჩევენ. გაითვალისწინეთ , რომ პატარებს რომლებიც ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან უფრო ადრეულ 4-5 თვის ასაკში უნდა მივაწოდოთ ფაფები, ხოლო ძუძუთი მკვებავ ბავშვებს კი 6-7 თვიდან. ჩვენს სტატიაში თქვენ ნახავთ ბავშვის პიურეების საინტერესო და სასარგებლო რეცეპტებს. 

  1. 1.    ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე. პროდუქტების ეს კომბინაცია შეიცავს რკინასა და ვიტამინ С-ს.

მასალა:  

  • ბროკოლის კომბოსტო
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • წყალი ან რძე

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ ორთქლლზე. მოხარშული მასალა გაატარეთ ბლენდერში . ფაფის გასათხელებლად დაამატეთ რძე ან წყალი

  1. 2.    კარტოფილისა და ისპანახის პიურე. პიურე შეიცავს რკინავს, ბეტაკეროტინსა და ვიტამინ С-ს.

მასალა:

  • ერთი საშუალო კარტოფილი
  • 20 გრ ისპანახი

დაჭერით კარტოფილი და მოხარშეთ უმარილო წყალში. მოხარშეთ ისპანახი ორთქლზე . მოხარშული კარტოფილი გათქვიფეთ და დაუმატეთ რძე შემდგე კი ისპანახისგან

  1. 3.    ოსპისა და გოგრის პიურე. ეს პიურე შეიცავს რკინას, ბეტაკეროტინსა და В ჯგუფის ვიტამინებს.

მასალა:

  • 50 გრ წითელი ოსპი
  • 120 გრ გასუფთავებული და დაწრილი გოგრა

მოხარშეთ ოსპი და გოგრა ცალც-ცალკე. შემდეგ ხის კოვზით გატქვიფეთ ფაფა და ერთმანეთში აურიეთ

  1.  4.    ძირთეთრისა და სტაფილოს პიურე.  ბოსტნეულის ეს შეთანხმება ბეტაკეროტინს შეიცავს. მოსული ძირთეთრა ტკბილია და სავარაუდოთ მისი გემო თქვენს პატარას უნდა მოეწონოს.

მასალა:

  • ერთი ცალი გასუფთავებული და პატარა ოთხკუთხედებად დაჭრილი სტაფილო
  • ერთი ცალი გასუფთავებული და პატარა ოთხკუთხედებად დაჭრილი ძირთეთრა

მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე, შემდეგ ბლენდერის საშუალებით პიურე გააკეთეთ. პიურეში შეგიძლიათ დაამატოთ გაციებული გადადუღებული წყალი ან რძე.

  1. 5.    მსხლისა და ვაშლის პიურე. ეს გემრიელი ხილის პიურე მდიდარია С ვიტამინით.
  • ერთი ცალი მწიფე, გასუფთავებული და დაჭრილი მსხალი
  • ერთი ცალი მწიფე, გასუფთავებული და დაჭრილი

ხილი ჩააწყვეთ პატარა ქვაბში , დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. დრო და დრო ურიეთ ვიდრე ხილი არ დარბილდეა. მიღებული მასალა გაატარეთ ბლენდერში პიურის მიღების კონსისტენციამდე.

  1. 6.    ბანანის პიურე. ბანანი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ხილია. მისი მომზადება ადვილია. ბანანი შეიცავს კალიუმს.

მასალა:

  • ერთი ცალი მწიფე ბანანი
  • 1-2 ჩაის კოვზი საბავშვო ბრინჯის ფაფა
  • 2 სუფრის კოვზი რძე

ბანანისგან პიურე გააკეთეთ, შეურიეთ ბრინჯი და რძე, შემდეგ კი დაუმატეთ ბანანს.

  1. 7.    ავოკადოსა და კივის პიურე. ეს პიურე მდიდარია С და Е ვიტამინებით.

მასალა:

  • მწიფე ავოკადოს ნახევარი
  • ერთი ცალი მწიფე კივი

სახეხზე გახეხეთ ავოკადო, ცალკე წვრილად გახეხეთ კივი და შემდეგ გაწურეთ საწურში, რათა კურკებისგან გაათავისუფლოთ. მიღებული კონსისტენციები ერთმანეთში გაურიეთ.

  1. 8.    კანტაპულას სახეობის ნესვის პიურე. კანტაპულა ეს არის მცირე ზომის მწვანე კანისა და სტაფილოსფერი შიგთავსის მქონე ნესვი. თუ მაღაზიაში ვერ შეძლებთ ამ სახეობის ნესვის ნახვას მაშინ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნესვისგანაც მოამზადოთ პიურე. კანტაპულა შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტაკეროტინსა და С ვიტამინს.

მასალა :

  • კურკებისან გაცლილი ნესვის მომცრო ნაჭერი

ნესვი კარგად გათქვიფეთ და პიურე უკვე მზადაა, სისქის მისაცემად შეგიძლიათ დაუმატოდ საბავშვო ბრინჯის ფაფა.

  1. 9.    პაპაიას პიურე. პაპაია არის ნესვისებრთა ოჯახიდან. შეარჩიეთ მწიფე პაპაია. მოსულ პაპაიას  მოყვიტალო- მომწვანო ფერის კანზე უნდა გაჰკრავდეს სტაფილოსფერი. პაპაია მდიდარია ბეტაკეროტინიტა და С ვიტამინით.

მასალა:

  • ერთი ცალი მოსული პაპაია

გაჭერით პაპაია შუაზე, გაასუფთავეთ თესლისაგან და კანისგან. შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად და კარგად დაჭყლიტეთ კოვზით ან ჩანგლით. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ბანანი ან საბავშვო ბრინჯის ფაფა.


წყარო: babyinfo 

გაზიარება