0
 
0
გაციება 1 წლამდე ასაკის ჩვილებში
 

ადრე თუ გვიან ყველა ცივდება. საშუალოდ პირველ წელიწადს დაახლოებით რვა გაციების გადატანა მოგიწევთ, რაც საკმაოდ ბევრია და მტკივნეული პროცესია. 

გაციებას სხვადასხვა ვირუსი იწვევს, რომელიც ახდენს ზედა რესპირატორული სისტემის (ყელი, ცხვირი და პირი) დაინფიცირებას. პატარაობისას იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება და სწორედ გაციების გზით იძენს იმუნიტეტს სხვადასხვა ვირუსზე.

 

რა სიმპტომები აღენიშნებათ პატარებს გაციებისას?

  • 38 გრადუსამდე სიცხე
  • ხველა
  • ჩაწითლებული თვალები
  • ყელის ტკივილი
  • სურდო, ან ჭარბი გამონადენი ცხვირიდან
  • მადის დაკარგვა
  • გასიებული ლიმფური კვანძები
  • გაღიზიანება და მოუსვენრობა

როგორ დავეხმაროთ პატარებს გრიპისა და გაციებისას?
 

პატარებმა ცხვირის მოხოცვა არ იციან, ამიტომ უნდა დაეხმაროთ მას ლორწოსგან გათავისუფლებაში და ასევე ეს გაუადვილებს ჭამას. გაციებული პატარა ღამით ალბათ ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გაგაღვიძებთ, იმის გამო რომ სუნთქვა უჭირს. გაციებამ კი ამ ასაკში შესაძლოა 10-დან 14 დღემდე გასტანოს.

გაციება პატარას თავისთავად გაუვლის, მაგრამ იმისათვის, რომ შექმნილი დისკომფორტი შეუმსუბუქოთ, გააკეთეთ შემდეგი: 

  • დარწმუნდით, რომ საკმარისად ისვენებს
  • იქნებ დამატებით მისცეთ რძე ან ხელოვნული საკვები ან თუ უკვე დიდების საჭმელზეა, მაშინ წყალიც შეგიძლიათ მისცეთ;
  • დაეხმარეთ ცხვირის გამოწმენდაში, ასევე მოახმარეთ მალამო ცხვირის გაღიზიანების მოსაშორებლად;
  • თუ უკვე სამი თვისაა ან უფროსი შეგიძლიათ მაღალი სიცხე პარაცეტამოლით ან იბუპროფენით დაუკლოთ, მხოლოდ ექიმთან დააზუსტეთ დოზები;
  • ცხვირის გასახსნელად შეგიძლიათ ფიზიოლოგიური ხსნარი ჩაასხათ ჭამამდე 15 წუთით ადრე, რომ ჭამის საშუალება მისცეთ;
  • შეგიძლიათ სპეციალური საცხით დაუზილოთ გულმკერდი და ზურგი, რათა სუნთქვა შეუმსუბუქოთ;
  • ინჰალატორი ან ორთქლის შესუნთქვა გაუხსნის ცხვირს და ასევე გაუადვილებს სუნთქვას, ამიტომ შეიყვანეთ აბაზანაში მოუშვით ცხელი წყალი და გყავდეთ იქ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გამოუცვალეთ; 
     

გახსოვდეთ, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მისცეთ გაციების და ხველის საშუალებები ექიმის გარეშე;

 

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ პატარა სამი თვისაც არ არის, გაციების პირველი სიმპტომებისთანავე მიმართეთ ექიმს. ხოლო უფრო დიდები, იმ შემთხვევაში თუ:

 

  • გაციების სიმპტომები არ შეუმსუბუქდა 5 დღის შემდეგ
  • სიცხე 38-ს ზემოთ 
  • უჭირს სუნთქვა
  • ახველებს შეუმსუბუქებლად
  • ყური ტკივა
  • მწვანე, ყვითელი ან ყავისფერი ლორწო მოსდის ცხვირიდან ან / და ახველებს

 

როგორ დავიცვათ პატარა გაციებისგან?

ძუძუთი კვება საუკეთესო დაცვაა, რადგან ამ დროს თქვენ პატარას საკუთარ ანტსხეულებს გადასცემთ რაც მის იმუნიტეტს საგრძნობლად აძლიერებს;

მოარიდეთ გაციებულ ადამიანებს

დაანებეთ თავი მოწევას და ასევე თქვენმა პარტნიორმაც, ნუ წაიყვანთ ისეთ ადგილებში სადაც ეწევიან, რადგან დადგენილია, რომ მწეველების შვილები უფრო ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ; 

წყარო: babyinfo 

გაზიარება