0
 
0
კოლიკი ჩვილებში
 

ტერმინ კოლიკებს იყენებენ ჯანმრთელი ბავშვის მიმართ, როდესაც ის ხშირად უმიზეზოდ ტირის. როგორც წესი ბავშვები რომლებიც იტანჯებიან კოლიკით ძალიან რთულად წყნარდებიან ისინი გამუდმებით ტირიან და მშობლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენენ. კოლიკი შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვის განვითარების სტადიად. ის ჩნდება დაახლოებით ჩვილის ცხოვრების მე 2-3 კვირაში და გრძელდება 3-4 თვემდე.

კოლიკის ნიშნები

ყველა ბავშვი ტირის. ახალდაბადებული დღე- ღამეში დაახლოებით 2 საათს ტირის. თუ თქვენი შვილის ტირილი გამოწვეულია კოლიკებით თქვენ შეამჩნევთ შემდეგს. 
 

  1. პატარას ხშირად იწყებს ტირილს და მის დაწყნარებას დიდხანს ვერ ახერხებთ;
  2. პატარა ფეხებს მუცლისკენ წევს და შემდეგ შლის;
  3. ტირილის დროს ბავშვს გაზები აწუხებს. როგორც წესი კოლიკი თავს იჩენს დღის მეორე ნახევარში ან საღამოს. რთულ შემთხვევაში კი შეიძლება აწუხებდეს მუდმივად;
  4. კოლიკის გამო ბავშვის კვებაც პრობლემური ხდება: პატარა ცუდად და ნელა ჭამს;
     

კოლიკის გამომწვევი მიზეზები

ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ კოლიკის წარმოშობის მიზეზებს, მაგრამ ამაოდ. ნაწილის აზრით კოლიკი ჩნდება იმიტომ, რომ ბავშვის კუჭ-ნაწლავის სისტემა ჯერ არ არის ადაპტირებული და მომწიფებული მუცელგარეთ ცხოვრებისთვის და საკვები დამოუკიდებლად მონელება-გადამუშავებისთვის.  ასევე კოლიკი შეიძლება გამოიწვიოს თვითონ საკვებმაც.  სხვა გამომწვევი მიზეზები : ნერვული სისტემის მოუმწიფელობა, გაზების დაგროვება, სიგარეტის მოწევა ორსულობის პერიოდში.

საშიშია თუ არა კოლიკი

კოლიკი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ახალგაზრდა და გამოუცდელი მშობლებისთვის სტრესის მიზეზი ხშირად ხდება. იმისთვის , რომ არ ინერვიულოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აჩვენეთ პედიატრს, დარწმუნდით რომ თქვენს პატარას არ ჭირს არაფერი სერიოზული. 
 

როგორ დავაწყნაროთ ბავშვი?

უპირველეს ყოვლისა გაარკვიეთ რაზე ემართება თქვენს შვილს კოლიკი. მიზეზის გარკვევისა და მისი ამოფხვირის შემდეგ კი თქვენი პატარის დაწყნარებას შეძლებთ.
 

  • თუ თქვენ პატარას აჭმევთ ძუძუს, შეათანხმეთ თქვენი საკვები რაციონი ექიმთან. შესაძლებელია საკვები რაციონის კორექციამ დადებითად იმოქმედოს ბავშვის ორგანიზმზე. არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლიკი ესენია: რძე, შოკოლადი, ალკოჰოლი, ბროკოლი, ყვავილოვანი და თეთრი კომბოსტო, ხახვი, პარკოსნი მცენარეები, ყურძენი, საკონდიტრო ნაწარმი, სანელებლებით მომზადებული საკვები. თქვენ შეგიძლიათ მიმართოდ დიეტოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვისთვის მისაღები რაციონის შედგენაში;
  • ხელოვნურ საკვებზე მყოფ ბავშვებს შესაძლებელია ალერგია ჰქონდეთ ძროხის რძის ცილაზე. ამ შემთხვევაში ექიმმა უნდა დაუნიშნოს ჰიპოალერგიული ნარევი;
  • თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვმა მაშინ იკვებოს როდესაც შია და არა თქვენს მიერ შერჩეული რეჟიმის მიხედვით. პატარამ შეიძლება პირველ ჯერზე ცოტა საკვები მიიღოს, მალე მოშივდეს და სწორედ ამის გამო ჭირვეულობდეს;
  • თქვენს პატარას შეიძლება შაქრის (ლაქტოზის) მოუნელებლობა ჭირდეს, რაც შემდეგ კოლიკების წარმოშობს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ საკვებში გარკვეული ნივთიერებების გარევა რაც საკვების უკეთეს ათვისებას შეუწყობს ხელს;
  • ნერვულის სისტემის მოუმწიფებლობა. ახალდაბადებული ჯერ არ არის მზად აღიქვას ამდენი ინფორმაცია : ვიზუალური, სენსორული და ვერბალური. მისი ძილის რეჟიმი ჯერ არ არის გამომუშავებული. ბავშვი ნერვიულდება და ღიზიანდება ნებისმიერ წვრილმანზე.  ამ შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ : ერთ თვემდე პატარა გავახვიოთ ; როდესაც ბავშვი აღგზნებულია კოლიკები იმატებს, ამიტომ ეცადეთ შეუქმნათ მას წყნარი ატმოსფერო; დაარწიეთ; ბავშვი შეიძლება დაამშვიდოს რაიმე რიტმულმა მოძრაობამ ან ხმაურმა - ხანდახან შველის მტვერსასრუტის, სარეცხი მანქანის ხმა, მანქანით სეირნობა; ბავშვი შეიძლება დააწყნაროს საწოვარამ.
  • ფხიზლად ყოფნის პერიოდში დააწვინეთ თქვენი პატარა მუცელზე. ჭამის მერე დაეხმარეთ ამოიღოს (დააბოყინოს ) ზედმეტი ჰაერი , ამისთვის 15-20 წუთის განმავლობაში დაიჭირეთ ვერტიკალურად.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების დროს ბავშვის მდგომარეობას. შეეცადეთ პატარა დაიკავოთ რაც შეიძლება ვერტიკალურად. ყურადღება მიაქციეთ რომ ბავშვმა ჭამისას ნამდვილად მოწოვოს რძე და უბრალოდ არ ყლაპოს ჰაერი. თუ თქვენ ბავშვს ძუძუს აწოვებთ დაიკავეთ ბავშვი ისე, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს და ჭამის დროს არ იწვალოს. თუ თქვენ ბავშვს ბოთლიდან აჭმევთ ბოთლი კარგად ააყირავეთ რათა საწოვარაში ჰაერი არ შეიპაროს. 
  • თუ თქვენს პატარას ხშირად გაზები აწუხებს უმჯობესია თუ ექიმი დაუნიშნავს შესაფერის პრეპარატს.
ველედას კვლიავის სანთლები იმ ჩვილებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც კოლიკი ან/და მუცლის ტკივილი აწუხებთ. სანთლები ჩვილს ეხმარება საჭმლის მონელებაში, უყუჩებს სპაზმებისგან გამოწვეულ ტკივილს და ამშვიდებს შებერილ მუცელს.
 
  • გაზებისგან პატარა შვებას იგრძნობს, თუ მას თბილ აბაზანას მივაღებინებთ, ან მუცელშე თბილ ნაჭერს შემოვახვევთ;
  • კოლიკისას პატარას შესაძლოა მუცლის მასაჟმა მოჰგვაროს შვება. გაეცანით კოლიკისას სასარგებლო მასაჟის ტექნიკებს ჩვენს ვიდეოებში; 
მუცლის მასაჟისთვის კი ჩვენ გირჩევთ ველედას მუცლის სამასაჟე ზეთის გამოყენებას. ზეთი არბილებს კანს, ხელს უშლის შებერილობისს წარმოქმნას და ხსნის სპაზმებს. მისი სასიავნო სურნელი პატარებსაც მოსწონთ. დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი ზეთი თითებზე, შეათბეთ და წრიული მოძრაობა დაიწყეთ ჭიპიდან გარეთ. ინსტრუქციაში ნახავთ მოძრაობის ზუსტ ტრაექტორიას. ეს ზეთი შეგიძლიათ მუცლის ნებისმიერი მასაჟისას გამოიყენოთ შეუზღუდავად.

 როგორ მოვიქცეთ თუ ვეღარ ვიტანთ ბავშვის ტირილს?

არცაა გასაკვირი , რომ არ შეგიძლიათ აუღელვებლად აიტანოთ ჩვილის ტირილი. კოლიკები სერიოზულ სტრეს უქმნის მშობლებს. თუ საკუთარ თავს ამჩნევთ რომ ზედმეტად გაღიზიანდით და გადაიღალეთ სთხოვეთ ოჯახის წევრებს დახმარება. ცოტა ხანი დაისვენეთ და გაღიზიანება გაგივლით. გახსოვდეთ, რომ პატარები გრძნობენ თქვენს განწყობასა და დამოკიდებულებას, თუ თქვენ გაღიზიანებული იქნებით გაგიჭირდებათ ბავშვის დაწყნარება. გაიარეთ კონსულტაცია უფრო გამოცდილ მშობლებთან, მკურნალ ექიმთან. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ კოლიკები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფთხეს არ წარმოადგენს და ის გარკვეულ დროში გაუვლის.


წყარო: babyinfo 

გაზიარება